ლიპარტია სოსო
გაზიარება

გასეირნება ექსკლიუზივი

კენჭებს ისვრიან ნაპირებზე,
პატარა, თეთრი მედუზები.
საღამოა
და
თითქოს სციოდეს -
- ჰორიზონტს მიღმა იბუზება
მზე,
როგორც ბავშვი...
ბაღში, გაფოთლილ ვაშლის ხესთან
სეირნობს წყვილი...
- გინდა?
- არ მინდა.
- არც მე.
- ჰოდა, მოვკლათ.
- გაწვიმდა. მოდი, გავიქცეთ,
თორემ, დედები გვეჩხუბებიან...
საღამოა
და
ჰორიზონტს მიღმა იბუზება
მზე,
როგორც ბავშვი.

??????