ხაინდრავა ჯუბა
გაზიარება

აი, ასეა 

აი ასეა, შორს წახვედი და ჩემი ღმერთიც
აღარ მოვიდა მეორე დღეს ჩემთან, ასე რომ
ღამე, რომელსაც შენი კანის სურნელით ვტეხდი.
ბედი, რომელიც მე ვერაფრით ვერ დაგაჯერე.

მოვიტან შენთან. დაგიყრი და მალევე წავალ,
იდგება გარეთ სიცივე და იქნება თოვლი.
არ მინდა ისევ ზღაპრის ბოლო გმირივით გწამდეს,
მე ქრისტე მინდა, სახლი მინდა და უკვე მოვლილ

ქუჩებზე წერა. შენი ფანჯრის უმთვარო ხედი
და აი ბოლო შემოდგომის ფოთოლი ხიდან.
მზეებს, რომელსაც შენი ფანჯრის რაფაზე ვდებდი,
ლღვებდონენ, მერე ისევ ვდებდი და კიდევ მინდა

წასვლა ჩემიდან. ქრიზანთემა და სამი ჩიტი
უკვე გაფრინდა. იანვარი. ჰოდა ფანტომებს
ვეღარ ვეტყვი, რომ მზე წავიდა. უშენოდ მიჭირს,
უჩემოდ შენც ხომ უშენო ხარ. ღმერთი გწყალობდე!

??????