არაბული თემო
გაზიარება

გულის ენად 

გულის ენად გამიხდია ლექსი,
გულის სათქმელს ტაეპებით ვამკობ,
გავეხვევი ისევ იმის ეშხში,
ვის ქალობას სტრიქონებით ვამბობ .

შევიყვარებ ლექსის წერას ღამით,
ანდა რაღას შევიყვარებ, მიყვარს,
შენთან მოვალ, ფურცლითა და კალმით,
მე ხომ შენზე სტრიქონები მიმყავს.

ლექსის წერით გადავიღლი თითებს,
გაგალექსებთ შენ და ღამეს ისევ,
რა ვაშველო გადარეულ ფიქრებს,
შენ რომ ასე უმოწყალოს მისევ.

წამო!!! სადმე გავიხიზნოთ მთაში,
სადაც მტრები მოგვაგნებენ ვერა,
თან ვიცხოვროთ „ჭაუხების“ ხმაში,
და საჩვენოდ გარდავიქმნათ წერა.

ზედ მდელოზე ავიშენოთ ქოხი,
მაგრამ ჩვენთვის ის სასახლე იყოს,
კაბა გეცვას, მე კი ვიყო ჩოხით,
ცუდმა ბედმა ვერაფერი გვიყოს.

ყოველ ღამე, იქვე ქოხის გარეთ,
დავანთებდე მე კოცონებს დიდებს,
მოვიმკიდეთ იმას რაც კი ვბარეთ,
ჩემი გული იქაც ლექსებ ქმნიდეს.

ამ კოცონთან გთხოვდე,-მომე ხელი,
და თვალებში მიყურეო მხოლოდ,
წაგიკითხავ იმას რასაც ელი,
აი იმას , რომ დავწერე ბოლოს.

და შენც ალბათ მიეცემი ფიქრებს,
არ ვნანობო ახლა აქ რომ ვზივარ,
თან კალამით ჩემს გადაღლილ თითებს,
ხელს უსვამ და,კვლავ კალამთან მივალ.,

შენს დალალებს,მაგ ლოყებს რომ ფარავს,
ცერა თითით ყურის უკან გავწევ,
სილამაზე ქალღმერთობას მალავს
და მეც შენზე ქალღმერთულებს დავწერ.

გამიხდია ლექსი გულის ენად,
გულის სათქმელს ტაეპებით ვამკობ,
რა შორსა ხარ, ახლა ვიცი ბევრად
თან რა ახლოს, მე კი ამას ვამბობ,,.

??????