არაბული თემო
გაზიარება

გადავაშორე  

გადავაშორე ჭიქას სისველე,
სიფხიზლეც უკვე წარსულს ბარდება,
ვხვდები თანდათან ერთი ქალშავა
უფრო და უფრო ჩემში ქალდება.

არ ვიცი როგორ მხიბლავს რაიმე,
მთიდან გამოფრენილ არწივს,
გრძნობებს გადმოვაქცევ წვეთად,
მასაც არაყივით დავცლი.

მერე გაუყვები რელსებს,
ხალხი სიმთვრალეს რომ არქმევს,
და თან მოგიყვები ლექსებს,
გულიც პოეზიას აქებს.

გზებზე დაბრკოლებეს ველი
შენსკენ დავადგები შავ გზას
ხევსურს დამეკარგა ფერი,
ქალი ჯადოქრობას მალავს..

ჭიქას აღარ უჩანს ძირი,
ღვინოდ იღვენთება,მთვარე
მიყვარს აკრძალული ხილი,
ყანწად გავსებული ღამე.

შავი დალალივით დილას,
ბნელი მოაყარეს ბეჭებს,
ვტეხავ ჩემი ლექსის ქილას
გაყრი პოეზიის შხეფებს..

მთვრალი ხეტიალობს ჩემში
სხვაგან წასასვლელი არ აქვს,
გულით დამაქვს შენზე ლექსი
ხედავ? რამდენი რამე დამაქვს... 

??????