ჩხეტიანი თემურ
გაზიარება

კითხვა 

როდესაც ვხედავ, როგორ ჩუმად და უკვალოდ ქრებიან
ჩემი ასაკის ადამიანები;

როდესაც ვხედავ, როგორ მიდის ცარიელ შარაზე ფეხარეული ლანდი
და მესმის,
როგორ იკურთხება ის ღამეში ლამის ყველა მიმართულებით;

როცა ახალგაზრდა, ლამაზი ქალისგან მიყურებს სიმარტოვე
და მესმის მისგან ნათქვამი:
„ თითქოს ყოველღამ სიკვდილთან ვწვებიო“;

როდესაც ყურს მჭრის ყელში გულმობჯენილი ბიჭის სიტყვები:
„მათ უნდათ, რომ ჩვენი თაობაც
ამ წუმპეში ჩაახრჩონო“;

და, როცა სრულიად ბავშვი - გოგონა - მეუბნება:
„ძია თემურ, თუ შეიძლება,
თქვენს მხარზე ჩამოვდებ თავს და ვიტირებო“,

არ შემიძლია, არ ამოვიოხრო
და უმისამართოდ არ ვიკითხო:
„ - როდის მივაღწევთ დანიშნულების ადგილამდე ?..“

2011 წელი

??????