ნადირაძე კოლაუ
გაზიარება

ივანე მარაბელს ექსკლიუზივი

შენ დაგეუფლენ კოშმარები გამხდარ ხელებით;
კუდიანებმა როგორც მაკბეტს დაგასხენ რეტი;
იწოდი მარტო სილამაზის ცეცხლის ნაშრეტი;
დაგსდევდა ღამე ამღვრეული მძიმე ხველებით.

წუთების ტკივილს შენ ითმენდი ბრაზ გახელებით;
მთვარით დახაშმულს მოგიწვევდა ხმალში ჰამლეტი;
ალბათ სიგიჟე დაგემუქრა შენ სიდამბლეთი;
და სიყვარულმა გაგაფითრა ციებ-ცხელებით.

მწვანე ვარსკვლავთა შენ გხიბლავენ ნაზი ფანდები;
და ბევრი ღამე ჩაგესვენა იდუმალებით,
როს ლედი მაკბეტ შეგიყარდა ჩუმი წვალებით.

როდესაც მთვარე დაიფნტა წირუზ ლანდებათ,
შენ ოფელიამ გადაგხურა დალალ-კაბები,
და ამ ქვეყანას გამოგტაცა სათუთ მკლავებით. 

??????