როგორ?
-როგორ გეწერება დღეში ორი ლექსი?
-გეტყვით, მეგობრებო, დროის შერჩევაა:
დილა უნდა იყოს, წერას რომ მიეცე,
როცა ყველაფერი სუფთა გეჩვენება,
როცა შემოდგომის ფოთლებს შარიშურით
აშლის ქარი,მერე გზაზე გამოხვეტავს,
როცა აივანზე ქერა ქალიშვილი
გამოვა და ერთი ისე გამოგხედავს-
აგერევა კვალი დილაადრიანვე,
ერთი მდინარეაა,მუზას ეძახიან,
ზოგჯერ ჩაგითრევს და დაგადარდიანებს,
მერე ლოთობაც კი აღარ გეძრახება.
დილა უნდა იყოს...მეტი მუღამია
გულში მარტო ფიქრი... მარტო ხეტიალი...
როცა ყველაფერი უფრო მწუხარეა,
როცა სიმარტოვე დაგარეტიანებს.
როცა ზნეს იცვლიან მზე და ამინდები,
როცა მოგაწვება სისხლი ყვრიმალებთან,
როცა შეგიძლია წამით გარინდება,
როცა შეგიძლია სულში ღრიალებდე...
.............................................................
რაა საკვირველი? ძმებო, ეს კი არა,
წერა რაღა არი?- დროა გაცდენილი..
ერთი მოპოეტო ბიჭი- მესკია ვარ,
სიტყვებს ვქექავ ხმელი პურის მარცვლებივით...