არაბული მერაბ
გაზიარება

* * * "შავ თვალთ რაად"  

შავ თვალთ რაად რა აბირტყბირტყება ნეტა,
ან თმა რაი ას, როგორც კლდის ფხაზე ქუჩი,
მაგ ტუჩთ რაადამ თავის კბილებით ჰკვნეტავ,
მკერდზე ეგ ღილიც შეკრული გქონდა გუშინ.

ბევრ საუბარიც არას უხდების დიაცს,
ცოტა იუბნიდ და დაატანიდ გონი,
ეგ შენ სიტურფე წლების ხარ-მარხილთ მიაქვ,
შენაც დაგჰბერდებ, ჩამაგაჭკნობენ დრონი.

ამაგ შარვალსაც კაბა გირჩევის გრძელი, 
თმათაც მაუხდებ, შამაიხვიიდ მანდილ,
ქალ უნდა იყვას თავის სიწმიდის მცველი,
გულში ჩაიკალ, თუ რამ ყროლ გქონდaას წადილ.

აეს გითხარი’დ, ეხლა შენ საქმის შენ იც,
სავალ ბევრი მაქვს, დამიღამდების გზაში, 
აღარა დროი, უკვე გადავიდ მზეიც,
ღამით სიარულ გამიჭირდების მთაში.

??????