სვანიძე ბაკურ
გაზიარება

თვალები... ლი... 

(ძალიან არაჩემებური ლექსი)

შენ ახლა თვალები არ გაქვს... ლი...
ცხოვრებას ჯოხივით აცეცებ,
წამებს ცხვრებივით თვლი
სიცოცხლეს სასჯელად აწესებ...
.
შენ ისევ ვერ გძინავს... ლი...
უბრალოდ, დახუჭულ თვალებში
უგულოდ დაწერილ ფურცელს შლი
ჯერაც ვერგათენებულ ღამეში...
.
ასე ხომ ცუდია ძალიან... ლი...
მინდა, რომ არ იყოს ცუდი
იმ თვალებს დარჩენილ დღეებში ვცვლი –
წაიღე სუყველა წუთი
.
თუკი ჩემს ვერნახვას... ლი...
თვალებზე სალბუნად დაიდებ -
დამითმე ორივეს ტკივილი...
მე მხოლოდ ტკივილებს წავიღებ...
.
თუ რამეს გიშველის სიტყვები... ლი...
მიყ-ვარ-ხარ... მიყ-ვარ-ხარ... მიყ-ვარ-ხარ...
ასე სიყვარულის დამარცვლით
იმ თვალებს ვეძებ და ვინახავ
.
და ისევ იმ დროებს... ლი...
სულელი ბავშვივით ვაგროვებ...
ალბათ, სისულელეც ძალიან გღლის...
აღარ ვისულელებ, მადროვე...
.
აღარ შემომხედო ასე... ლი...
არაფერს უყურებ თითქოს...
სულ ცოტა სიცოცხლეს თუ მაცლი
ცოტას შემინახავ სითბოს...
..............
მე შენ დაგიბრუნებ თვალებს... ლი...

2008

??????