ჯავახაძე ვახტანგ
გაზიარება

აკაკი ექსკლიუზივი

ბერძნებს უთქვამს ილიადა,
ჩვენ კი ვამბობთ: ილია და...
ყველა ხელბორკილიანთა
რწმენა იყო: ილია და...
ვინც კი დაცოლშვილიანდა,
შვილებს მოძღვრავს: ილია და...
ყველა პურმარილიანთან
იმღერება: ილია და...
ბევრი ჭქა დაილია,
მგონი, რითმაც დაილია, -
მაგრამ მაინც: ილია და...
1982

??????