აბესაძე (ზედვაკელი) გიო
გაზიარება

ვინმე ცოლად გამომყევით ცხრა თვე 

ვინმე ცოლად გამომყევით ცხრა თვე,
გახდით ჩემი ერთჯერადი ცოლი.
ერთან ორი აბესაძე მმართებს,
ვარ სამოცი კილოგრამი წონით.
მე შემფერის ფარატინა ლედი,
თმახვეული,სახეთეთრი ოდენ.
რომ იალბუზს მოუგავდეს მკერდი 
და ძუძუზე ფართო ხალი ქონდეს.
რეალობა: პოეტი ვარ დენდი!
ვინმე ცოლად წამომყევით ცხრა თვე.
საქართველოს მინდა ორით მეტი
ვუსახსოვრო თვალხატულა მართვე.
ვინმე ცოლად გამომყევით, ოღონდ,
პირვანდელი შეთანხმების მსგავსად-
როცა სულში შემიძვრება კოღო,
მომიტევეთ პოეტური წასვლა.

??????