* * * წყნეთის გზაზე ექსკლიუზივი
წყნეთის გზაზე
ისევ ჰყვავის ტიტა ანუ ტულიპი,
სასაცილოდ აღარ მყოფნის
შენი ცხრაკლიტულები.
ისე ჰყვავის,
რას მიქვია აღმართი და დაღმართი,
ისე ჰყვავის,
ვიღას ახსოვს მაცხოვარი და ღმერთი.
ისე ჰყვავის,
ვეღარ ვიცნობ ნაცნობს და ნათესავს -
ახალ ფულზე მილიონერს,
ძველზე - მილიარდერსაც.
1979