მარიამი გუდაურში წავიდა ექსკლიუზივი
ხმაურობენ მოედანზე ქუჩის ორატორები,
მე კი ამოვიჩემე მარიამის ტოლები.
სხვებს ვერც ვამჩნევ,
ასაკიც უმალ გამოვიცანი:
არა ცხრის და ათისა - მხოლოდ რვის და რვისანი.
თითქოს მხრებზე ჩამომხსნეს უმძიმესი დოლაბი:
შუქნიშანზე გადავიდნენ მარიამის ტოლები.
სად არიან ბიჭები?
ყურს ვინ უგდებს ყმაწვილებს?! -
მარიამის თანატოლებს თვალებს ვეღარ ვაცილებ.
ქუჩა-ქუჩა ახლა უფრო ხშირად დავიარები:
ჩემს ქუჩაზე დადიან მხოლოდ მარიამები!
1997