ჯავახაძე ვახტანგ
გაზიარება

* * * სადაც თვალი მიმიწვდება ექსკლიუზივი

სადაც თვალი მიმიწვდება და ხელი არ მიმიწვდება,
იქ დაგლანდე... და იმდედი მიკვდება და მიმიწვდება.
მაინც მოგდევ, გადმოვლახე ძველი ადგილ-მამულები,
მწევარივით დაგეძებ და ხოხობივით მემალები.
ღამით უფრო კარგადა ვარ:
არცა ვწუხ და არცა ვხვნეში,
ფერად სიზმრებს ვნახულობ და 
ვცხოვრობ სიზმრის სასახლეში:
იქ დავდივარ, სადაც ჩემი რომია და ბაღდადია,
და იქ, სადაც მეფეები თავის ფეხით არ დადიან.
1995

??????