ჯავახაძე ვახტანგ
გაზიარება

„შედევრი“ ექსკლიუზივი

(სალაღობო)
ოცდაათი წელია, შედევრს ვეთამაშები:
უკარება ლამაზმანს მახარებენ მაშვლები.
მამშვიდებენ აბები რომელიღაც მიცინის,
ხოლო თითქმის შედევრი - შედევრივით მიცინის.
სარკით მეთამაშება: თითქოს ათინათია,
ერთხელ ვერ მოვიხელთე: ვიდრე დავწერ, ნაღდია.
ეგ ისეთი ჩიტი ჩანს, თვალებს ისე აკვნესებს,
არც ბედნიერს მაღირსებს ალბათ - გამონაკლისებს.
მაინც ვცდილობ, საკუთარ ნახტომს გადავაჭარბო,
თმცა მებაზრებიან: სულ ამაოდ ვაჭრობო.
მაინც ვცდილობ, ბადიშთა ბადიშს გამოვეცხადო,
დღესაც არ გამიმართლა, ხვალაც უნდა ვეცადო.
მაინც ვეთამაშები: იქნებ ბადეს ამოყვეს,
იქნებ სულაც შემთხვევით შევაყარო ამ ოხერს!..
ჩუმად, თვითნ ოხერო! ნუ შეგვჭამე ოცნებით:
როდის იყო, ტიალო, შედევრს წერდნენ ცოცხლები?!
... ფარ-ხმალს მაინც ნუ დაყრი:
შენ ხარ ჯავახელი და
შედევრს შენი ხელიდან ელის ძველი ელიტა!
1997

??????