ჯავახაძე ვახტანგ
გაზიარება

* * * რომის წინ მძიმე იწერება ექსკლიუზივი

რომის წინ მძიმე იწერება...
არ იწერება
ყოველთვის მძიმე რომის წინ და
ხანდახან მძიმე
რომის შემდეგაც იწერება...
ხოლო რომის წინ
ძველი ათენი არსებობდა...
ათენზე ადრე
იყო ეგვიპტის პირამიდა...
პირამიდაზე
უწინ აშენდა ბაბილონი...
ბაბილონამდე
წიგნი დაწერეს შუმერებმა
გილგამეშისა,
რომელშიც მძიმე არ ეწერა...
მძიმე დაფებზე
დაწერილი თ დახატული
წიგნი მოგვითხრობს
იმის შესახებ,
ჩვენ რომ ვიცით...
რომის წინ მძიმე
პრობლემა დადგა:
აღარ მიდის
ყველა გზა რომში!
1983

??????