* * * ტაშს უკრავენ... ექსკლიუზივი
ტაშს უკრავენ... ტაშს უკრავენ,
მაგრამ ვიცით მე და შენ:
არის ტაშის მოყვარული,
არის ნაღდი მეტაშეც...
ჩვენ იმასაც მოვესწარით:
ტაშს ითხოვდა ფაშისტი...
ბევრი ლექსიც, სამწუხაროდ,
იწერება ტაშისთვის...
მე თქვენ სულ სხვა დარბაზებში
გიწვევთ, გეპატიჟებით...
დღესაც ტახტებს აზანზარებს
მეამბოხე ტაშები.
ტაში მიყვარს...
მაგრამ ვეღარ
ვიტან ტაშის მათხოვრებს...
ვინც მე ტაში არ დამიკრაც,
იმის მამა ვაცხონე!
1977