ჯავახაძე ვახტანგ
გაზიარება

* * * წიგნებს აღარ ვკითხულობ ექსკლიუზივი

წიგნებს აღარ ვკითხულობ, 
მე ვკითხულობ ციტატებს:
მზის ამოსვლას... მზის ჩასვლას,
ზღვა რომ ხელში იტატებს...
პირველ
პირველ სექტემბერს...
უკანასკნელ დილიჟანსს...
სუფთა თერთმეტ მეტრიანს...
ანდერძს ავთანდილისა... 
ნუშის გამოცხადებას...
უფლისციხის ტერასებს...
მთვარის ფოტოფრაგმენტებს...
ცრემლებს ქრიზანტემაზე...
არსაკიძის მარჯვენას...
დინოზავრის ნაკვალევს...
ალუბლების რენესანსს...
ნატურალურ აკვარელს, -
წავიკითხავ,
გავარჩევ
დარგულს დასარგავიდან,
ღრუბლიანს და ნისლიანს
ფრჩხილებს გარეთ გავიტან
და დარჩება ეკრანზე
პატარა და ციდა და
გადაჭინჭველებული
ვარსკვლავების ციტატა.
1982

??????