ავტოპორტრეტი ექსკლიუზივი
ძალა ჰქონია ავტოპორტრეტს - ანდამატისა,
ბევრი ხატავდა, - ბევრის გვარი გამიგონია:
გოგენი, გოგენი,
კურბე, კურბე,
მონე, მონე,
მარკე, მარკე,
მატისი, მატისი,
გვარდი, გვარდი,
რუბენსი, რუბენსი,
ვერონეზე, ვერონეზე,
დეგა, გოია; დეგა, გოია;
კანო, დომიე, კანო, დომიე,
რუსო, რუნგე, რუსო, რუნგე,
დორე, პუსენი, დორე, პუსენი,
ჯოტო და ვატო, ჯოტო და ვატო,
რემბრანდტი და რემბრანდტი და
ტულუზ-ლორტეკი, ტულუზ-ლორტეკი,
შემომცქერიან - სარკეებთან მოფუსფუსენი,
აოცებთ ჩემი - გალექსილი ავტოპორტრეტი.