გაფრინდაშვილი ვალერიან
გაზიარება

ისეთი ლექსი ექსკლიუზივი

ვიყავი მხოლოდ ლექსით მდიდარი,
არ მიძებნია მეტი ქონება
და ლექსის გარდა არავითარი
მე არ მხიბლავდა სხვა შთაგონება.
ისეთი ლექსი დავწერო მინდა,
რომ არ დამჭირდეს კვლავ ლექსის წერა
მსურს დავიფერფლო, ვით ცეცხლი წმინდა
და ეს იქნება გედის სიმღერა.
ჩემი ცხოვრებ არის ლოდნი,
ამ აგონიის და ამ სიმღერის.
რამდენი წელი დღე რაოდენი
ვიყავ მძენელი იდუმალ ფერის!
მე აღარ მინდა მეტი წვალება,
სულის და ხორცის ყოფაზე ზრუნვა,
დღეთა კოშმარი ცეცხლისთვალება,
რითმების ძებნა სიტყვების ბრუნვა!
კმარა! გათავდეს მწველი ამბავი.
უკანასკნელად ვიმღერო მინდა.
ლექსი, ჩემს შემდეგ დასასტამბავი - 
ჩემი ანდერძი და სიტყვა წმინდა.
და მაშინ ვიტყვი გულგაპობილი:
- ბედო, შავპირო! გამიშვი ახლა!
გულში ჩამიკრავსმიწა მშობელი,
დამიტირებენ ვარსკვლავნი მაღლა.
ისეთი ლექსი დავწერო მინდა,
რომ არ დამჭირდეს კიდეც ცხოვრება,
და მჟერა, ჩემი სიმღერა წმინდა
სამშობლო მხარეს ემახსოვრება.

??????