არაბული მინდია
გაზიარება

მე ვთვრები ახლა ლამაზი ქალით ექსკლიუზივი

მე ველოდები შენს გამოჩენას,
კრთიან ქაღალდზე სუსტი თითები.
ეს ღამე მალე ჩურჩულს მორჩება,
გავყვები შორ გზებს და დავითვრები.

ღვინით კი არა, ლამაზი ქალით,
შემოჩრილია ჩემში ცდუნება,
როგორც გადაშლა სუყველა კვალის,
იმედის დაცლა და გამტყუნება.

მე ვთვრები ახლა ლამაზი ქალით.
მე ვიწამლები ამ საოცრებით,
წირვაზე უკვე მივდივარ მთვრალი,
ბოლო სატკივრით და სალოცავით.

სიმშვიდის ჟამი თვალწინ მელევა.
სულსაც ეყრება შავი ციება,
თუმცა ეს წვა და საშინელაბა
მე, როგორც პოეტს, მეპატიება.

??????