ხოფერია გია
გაზიარება

* * * ჩემი კოსმოსი ექსკლიუზივი

ჩემი კოსმოსი ჩემს ჭიშკართან მთავრდება,
სულ რამდენიმე მეტრში.
იმის იქეთ სხვისი კოსმოსია.
აქეთაც ბჟუტავს სინათლე, იქეთაც.
მზეებო, ტყუილად ნუ ფიქრობთ,რომ გხედავთ!
თქვენამდე ნამცეც-ნამცეც წერტილებადაც ვერ ამოვალთ.
თქვენოდენა თვალები რომ გვქონდეს,
ერთმანეთს დავწვავდით
ჩაბჟუტულობით ავადმყოფები,
არასოდეს ვიქნებოდით ბედნიერები.

??????