ხოფერია გია
გაზიარება

სიზმარი ექსკლიუზივი

შენ აიტაცე ჩემი სიზმარი,
გაბრუებული ხეთა რტოებით.
სანამ დევებთან ომებს ვიზამდი
და მივდიოდი განმარტოებით.

შენ ოთახიდან მიგაქვს ზმანება,
გამოამსხვრია სისხლმა ძარღვები
და მომახეთქა ქარის ზარებმა
შემოტევები გულისწამღები.

ამ ოთახიდან სულის გნიასი
მისდევს ქარების მტარვალ დინებას
და ჩემი სიზმრის ღამეულ გზაზე
თარეშის ხვედრი მეცოდინება.

მალე ფეხებში გამიძვრა ქარის
უკანასკნელი მკაცრი აკორდი,
და ღამე გახდა ისეთი მკვდარი,
ბნელი თუ იყო ვერ შეატყობდი.

აქ შეუტია სულმა შავ დევებს,
ღამის გამჭრელებს ეშვთა ტრიალით...
და რომ გავუშვა, ვინ მომიტევებს,
ჯოგი უდაბნოს ოხერტიალი.

მრისხანებს მკლავი, ბორგავს ჰაერი
და კვლავ იწყება ქარი კაცური.
ღრმა ხეობებში მირახრახებენ
დევთა თავები ტკაცუნტკაცუნით.

ამ ოთახიდან გასხლეტილ სიზმარს
თან წავუღივარ გაფერმკრთალებით.
ვნახოთ, დევებთან ომი რას მიზამს,
თუ გამიძლებენ მათი თვალები.

აქ ირეკლება ცისფერი სისხლი
გამოდენილი ჩემი სიზმრიდან,
მე ოთახიდან სიზმრებს ვერ ვისვრი,
დევი ამ ოთახს სადღაც ისვრიდა.

მე დაზავების ომი არ მიყვარს,
ბრძოლაა მდუღარ ბოღმის და ჯავრის
ან ეს სიზმარი მეფედ წამიყვანს,
ანდა დევების ჯოგი დამჯაბნის.

/
ჰეი, დევებო! გადით ღამიდან.
მე ვარ სიცოცხლე ხეთა რტოებით;
და თუ შემხვდებით სიზმრად თავიდან,
ომი გვექნება განმარტოებით.

ნაალაფარი მოვალ ომიდან,Q
შენს წინ დავაწყობ თავებს დევების,AAAAA
იტყვი, რა მშვიდი ღამე მოვიდა
განმარტოების და მიტევების.

მერე ამ გულში გაივლის ქარის
უკანასკნელი მკაცრი აკორდი;
და შენ იქნები ფოთლებზე მდგარი,
როგორც მიყვარდი, როგორც გამკობდი...

შენ აიტაცე ჩემი სიზმარი,
გაბრუებული ხეთა რტოებით,
ასე მიდიან დიად მიზნამდი,
ასე რჩებიან განმარტოებით.

??????