ხოფერია გია
გაზიარება

* * * ჩუმად გათენდა ექსკლიუზივი

ჩუმად გათენდა, ვარსკვლავებმა
შეიხურეს სახლის კარები,
თითქმის იგივე იყო ქვეყანა,
არ ჰქონდა ხელი მინაკარები.

ცოტაც და ისევ ჯიბრზე დაიწყო
გაუთავებელი ალიაქოთი -
ერთი მოკვდა, ორი დაიბადა...
ლოთებმა ბაღი გადააქოთეს.

მე სარკმელიდან ვჭვრეტ ამ სამყაროს,
ჩუმად გათენდა.
- წამო, სამყაროში გავიაროთ! -
ვიღაც ბრახუნებს კარებთან.

??????