თოვლის ტრამალი ექსკლიუზივი
ზურგაკბილული ეგდო ტრამალი
და ქარი წეწდა თოვლის ბარხანებს.
სადღაც გარბოდა ცხენი ფრთამალი
და ჩემი ჯავრიც იქ მიმაქანებს.
თითქოს ზღვაში ვარ შემოპარული,
თეთრი ტალღები თვალებს მიჭრელებს
და ახლა ქარი გახდა ფარული
და ვფიქრობ, მგლები თუ დამიჭერენ.
მე მივაბიჯებ თოვლის დიუნებს
და ვაწყობ აზრებს საომრად მხეცთან.
მგონია, მგლებმა პირი იბრუნეს,
მგონია, ჩემი გონება შეცდა.
და ეს შეცდომა იყო იღბალი,
გადაეწმინდა ღრუბელი თვალებს.
თოვლსაც ჰქონია ჭრელი ნიღაბი,
ზოგჯერ მგლებად რომ გაიფერმკრთალებს.
სადღაც ჩაინთქა ცხენთა ამალა
დაფეთებული მხეცების შიშით.
მე ამიტაცა თეთრმა ტრამალმა
და ახლა ქარებს ჩავუდექ ჯიბრში.
ვნახე ცხენების შემკრთალი სახე
გამოქცევია დამშეულ მხეცთა.
მე სისხლიანი ტრამალი ვნახე,
სად იყო ომი, ჩხუბი და ჯგლერთა.
მერე ვაჭმიე ცხენებს მარილი,
ჭიხვინით თოვლი აახარხარეს
და როგორც ღმერთის გამოგზავნილი
უხმოდ ავყევი მღვრიე ბარხანებს.
და შეეჩვია სანდო თვალები
უდაბურ დღეებს ცივი ტრამალის.
მე მივჯირითობ ქარში ფარულად
აჭიხვინებულ ცხენთა ამალით.
თითქოს ზღვაში ვარ შემოპარული,
ტალღებად ვხედავ თოვლის დიუნებს.
აქ ყველაფერი არის ფარული,
აქ ყველა თავის სახეს იბრუნებს.
მივექანები ცხენთა ამალით,
ქარბუქი წეწავს მღვრიე ბარხანებს.
ზერგაკბილული ბორგავს ტრამალი
და ჩემი სული უხმოდ ხარხარებს.
და ქარი წეწდა თოვლის ბარხანებს.
სადღაც გარბოდა ცხენი ფრთამალი
და ჩემი ჯავრიც იქ მიმაქანებს.
თითქოს ზღვაში ვარ შემოპარული,
თეთრი ტალღები თვალებს მიჭრელებს
და ახლა ქარი გახდა ფარული
და ვფიქრობ, მგლები თუ დამიჭერენ.
მე მივაბიჯებ თოვლის დიუნებს
და ვაწყობ აზრებს საომრად მხეცთან.
მგონია, მგლებმა პირი იბრუნეს,
მგონია, ჩემი გონება შეცდა.
და ეს შეცდომა იყო იღბალი,
გადაეწმინდა ღრუბელი თვალებს.
თოვლსაც ჰქონია ჭრელი ნიღაბი,
ზოგჯერ მგლებად რომ გაიფერმკრთალებს.
სადღაც ჩაინთქა ცხენთა ამალა
დაფეთებული მხეცების შიშით.
მე ამიტაცა თეთრმა ტრამალმა
და ახლა ქარებს ჩავუდექ ჯიბრში.
ვნახე ცხენების შემკრთალი სახე
გამოქცევია დამშეულ მხეცთა.
მე სისხლიანი ტრამალი ვნახე,
სად იყო ომი, ჩხუბი და ჯგლერთა.
მერე ვაჭმიე ცხენებს მარილი,
ჭიხვინით თოვლი აახარხარეს
და როგორც ღმერთის გამოგზავნილი
უხმოდ ავყევი მღვრიე ბარხანებს.
და შეეჩვია სანდო თვალები
უდაბურ დღეებს ცივი ტრამალის.
მე მივჯირითობ ქარში ფარულად
აჭიხვინებულ ცხენთა ამალით.
თითქოს ზღვაში ვარ შემოპარული,
ტალღებად ვხედავ თოვლის დიუნებს.
აქ ყველაფერი არის ფარული,
აქ ყველა თავის სახეს იბრუნებს.
მივექანები ცხენთა ამალით,
ქარბუქი წეწავს მღვრიე ბარხანებს.
ზერგაკბილული ბორგავს ტრამალი
და ჩემი სული უხმოდ ხარხარებს.