ჯავახაძე ვახტანგ
გაზიარება

ხალხურ მოტივებზე 

წუთისოფელი ასეა:
ევროპას უტევს აზია.
საომრად მიდის ხიზანი:
აბჯარნი თუნდაც ხისანი.
სდუმან დაფი და საარი:
იქვე საფლავი მზა არი.
ფორტეს ამშვიდებს პიანო:
ქვიშანი დარჩებიანო.
ერს აიმედებს თამადა:
- კარ გაიღების თავადა.
დილა გვაფრთხილებს ცინცხალი:
- წინ წყალი, მხოლოდ წინ წყალი!
შარავანდედმა შემოსა
დაბრუნება და შინ მოსვლა.
ეგებებიან ვერხვები:
- ჯერ დედას გადავეხვევი!..

??????