გელოვანი მირზა
გაზიარება

ხელსახოცის ნაფლეთები 

გზაზედ შემხვდი და შეხვედრამდე ვფიქრობდი შენზე.
მე ვიცოდი, უნდა შემხვედროდა ვიღაც შენ-დარი და
ეჰა, შემხვდი შენ!..
შემხვდი და შეხვედრამდე ვფიქრობდი შენზე. მიცქეროდი შორიდანვე ირიბ წარბებიდან, და მე როდესაც
თვალებში ჩაგხედე, გავწითლდი, როგორც პატარა ბავშვი, რომელსაც ცუდს საქციელზედ მოასწრეს. მე, სახლში მისულს, არ ამომიწვია ჩემს მკერდზედ შენი სახელის
ოთხი ასო ცხელი ქინძისთავით. არ დამიწერია შენზედ
ლექსი ჩემი საკუთარი სისხლით (ლექსი ვერ იტყოდა ყველაფერს).
მე არ მიფიქრია შენზე (ფიქრი ვერ აგიშენებდა ღირსეულ სასახლეს).
მე მხოლოდ ამოვიოხრე.
მე ხშირად გხვდები, ვაკვირდები ირიბ წამწამებს,
თვალები აღარ მიცქერიან ასე ნაწამებს. აღარც [...] მიღიმის. მე კი, წინანდებურად ვწითლდები, [...] ვოხრავ შინ
მისული.
[...]
დამშორდი ისე, ხმაც არ გამეცი... წახველი ისე, არც
გამიღიმე.
ხელსახოცი დავხიე სიბრაზით, მაგრამ შენი ნაჩუქარი
კი არა...
აბა, რას ამბობ! იმას როგორ გავიმეტებდი.
მაგრამ მე მივხვდი:
შენ განგებ გინდა, დაბრმავდე, შენ განგებ არ გსურს,
მოისმინო ჩემი გულის-ცემა. შენ განგებ არ გინდა, დაინახო ჩემი სიწითლე.
და იცი?! დედას გეფიცები, ხანდახან მგონია, რომ
შენ მართლაც ბრმა ხარ...
რომ შენ უბრალო ჯოჯო ხარ და მეტი არაფერი.

??????