შექსპირი უილიამ
გაზიარება

სონეტი 6 (მთარგმენელი:რეზო თაბუკაშვილი) ექსკლიუზივი

სანამ შენს ზაფხულს ზამთრის ცივი ხელი გაგუდავს,
მაგ სილამაზით დაამშვენე თასი საბედო,
სიტურფის განძი მიაბარე სანდო საბუდარს,
მშვენიერებამ თავის მოკლა რომ ვერ გაბედოს,
ვინ გაგამტყუნებს, სილამაზე რომ არ დანაცრო,
ხარკის გაღებას მშვენებისთვის ვინ არ ეცდება,
შენივ თავისთვის გააჩინე შენი სანაცვლო,
ათჯერ გამრავლდი, სიხარულიც გაათკეცდება.
ათი სიცოცხლე გააჩინე ამოსარჩევად,
ბედით იქნები ათჯერ უფრო გატაცებული,
მაშინ სიკვდილის წასართმევი არრა დაგრჩება, 
თუკი სიცოცხლე შვილს ექნება გადაცემული.
სიკვდილი აღარ მოგადგება თავის სანთლებით,
მემკვიდრეობად არ დაგრჩება მიწის მატლები.

??????