რუმი ჯელალ ედ-დინ
გაზიარება

რობაიები (მთარგმნელი: ალექსანდრე ელერდაშვილი) ექსკლიუზივი

1.
ჩემი ცხოვრების მეგობარო, უჩემოდ სად ხარ?
მწუხრის ავდარში მზევ და დარო, უჩემოდ სად ხარ?!
ვით შემოდგომას, გამიყვითლდა უშენოდ სახე,
შენ, გაზაფხულის შესადარო, უჩემოდ სად ხარ??

2.
ხან ფარულნი ვართ, ხან ვცხადდებით ჩვენ თვალთა წინა,
გვამსგავსეთ ქრისტეს, თუნდ მუჰამედს, იუდას გინა....
დავეხეტებით ჩვენ ყოველდღე სხვადასხვა სახით,
რათა ჩვენ შორის ყველა გულმა დაიდოს ბინა.

3.
გულს ვუთხარ - სევდის თაიგული და გალა ნუ ხარ,
წადი, მალამოდ ექმენ ტკივილს, სამსალა ნუ ხარ,
თუ ერიდები სხვების თვალში ავის დანახვას,
შენ ავზნიანი, ავსიტყვა და ავთვალა ნუ ხარ.

??????