ჯობავა გვანცა
გაზიარება

მზისკენ ამიფრინდნენ თოლიები... (პოეტის ტრაგედიას...) 

ეძღვნება იმ იშვიათ წუთებს ადამიანის ცხოვრებაში, როდესაც ვხვდეით როგორი უმნიშვნელო ყოფილა ის წვრილმანები, რომლებსაც აქამდე ასე ვართულებდით და ვამუქებდით...რა უმნიშვნელო ყოფილა იმასთან შედარებით, რაც ახლა...............) 
 
 მზისკენ ამიფრინდნენ თოლიები, 
მზისკენ ამიკენკეს განაჩენი, 
გუშინ ჩემს ბუდეში ვიგულე და, 
დღეს კი შემატოვეს გადარჩენას. 

ღმერთთან მიიტანეს თოლიებმა 
ჩვენი შეწყვეტილი სიმღერები, 
მზემ თქვა, მე მფარველი ვიქნებიო 
იმ ცის, რომლისკენაც ვიხედები. 

ღმერთთან მიიტანეს თოლიებმა 
ჩემი შეწყვეტილი პოეზია. 
როგორ გადავურჩე წყალდოდობას, 
როცა კიდობანი ნოესია. 

რისთვის დავიჩემო პოეტობა, 
რისთვის დავამღერო ან ფანდურზე, 
შენი შეწყვეტილი სიცოცხლიდან 
შენთან შეხვედრამდე გადავფურცლე... 
 

??????