* * * "დედავ, დედაშვილობასა" ექსკლიუზივი
"დედავ, დედაშვილობასა,
სიკვდილ მითხოვს, მენაცვალე!"
"მე შენ არას გენაცვლები,
მამა გყავს და... ინაცვალე!"
"მამავ, მამაშვილობასა,
სიკვდილ მითხოვს, მენაცვალე!"
"მე შენ არას გენაცვლები,
დაი გყავს და... ინაცვალე!"
"დაო, დაო, დაძმობასა,
სიკვდილ მითხოვს, მენაცვალე!"
"მე შენ არას გენაცვლები,
ძმაი გყავს და... ინაცვალე!"
"ძმაო, ძმაო, ძმათძმობასა,
სიკვდილ მითხოვს, მენაცვალე!"
"მე შენ არას გენაცვლები,
ცოლი გყავს და... ინაცვალე!"
"ცოლო, ცოლო, ცოლ-ქმრობასა,
"სიკვდილ მითხოვს, მენაცვალე!"
"მე შენ არას გენაცვლები,
საყვარელ გყავს... ინაცვალე!"
"საყვარელო, საყვრობასა,
სიკვდილ მითხოვს, მენაცვალე!"
"გენაცვლები, შენსა მზესა,
გზა საით არს _ მიმასწავლე!"