ზანგური გიორგი
გაზიარება

ცა მეტი 

შენ მიხვდები, რომ დღეს იანვრის ცა მეტია, 
ვიდრე ადამიანთა ცრურწმენა რომ თარსი რიცხვია 13.

ფერებს იცვლიან ცისარტყელები
და ცა მეტია ფერებზე მეტი
მზიან ლოლოებს მოვეფერებით ..
ჩვენს ფანჯარასთან რომ წასკდა წვეთი....
ზამთრის დარიან ამინდს ტირიან...
სიცივემ იკლო თებერვლის ცამეტს,
ჭადარი ტოტებს იფხანს ტილიანს
კვირტებსაც ცამეტს გვპირდება..
ცა მეტს..

მარტი ახლოა, წვიმაზე ახლო
იებიც ადრე მოვიდნენ, ადრე
დღეს მომენატრე და ჩემში სახლობ
დღეს მომენატრე...

მთვრალი ვარ. გზებზე ისევ რეტია...
ფეხი მე არა, - ქუჩას ერევა.
შენთან მოვიდვარ დღეს ცა მეტია,
მარტის ცამეტი და მემღერება.

აპრილში ისევ დაიწყო თოვა,
ღრუბელმა არა - გათოვდა ვაშლი
ხვალ-ზეგ მაისის 13 მოვა
და იასამნის ლოგინსაც გავშლი.

ჩავწექით ერთად ივნისის ცამეტს,
ივლისის ბოლოს იგრძენი ბავშვი,
აგვისტოს, ზღვა მეტს გვპირდება ალერსს
საღამოს, მზე მყავს ორსული ნავში.

სექტემბრის ექვსში ვიჩხუბეთ - კვირით 
თარსს დღეს შევრიგდით რატომღაც..... ცამეტს 
კვლავ გამეღვიძა შენ თმაში დილით
მელოტ ოქტომბერს უთვლიდნენ წამებს.

ნოემბრის სისხამს დახვრიტეს წვიმით
დეკემბრის ცამეტს შეგცივდა მახსოვს
და ჩვენს ქუჩაში ტრამვაის სიმი
თეთრ ძაფს მოჰგავდა ხელთათმნის საქსოვს.

შენ მიხვდები, რომ დღეს იანვრის ცა მეტია,
ვიდრე ადამიანთა ცრურწმენა რომ თარსი რიცხვია ცამეტი.

??????