ო.ჰენრი
გაზიარება

ჯეფ პიტერსი პირად მაგნიტის როლში 

მთარგმნელი ნათაძე მაია
 
ჯეფ პიტეგსმა გამოსცადა ფულის შოვნის იმდენი საშუალება, რამდენიც სამხრეთ კაროლინას შტატ ჩარლსტანში ბრინჯის მოხარშვის რეცეპტი არსებობს.

მე მიყვარს მის ახალგაზრდობის ამბების მოსმენა,როდესფც ის ყოველ შესახვევზედ მალამოებს და ხველის წინააღმდეგ წამლებს ჰყიდდა, ხელი ხელში იმ წრესთან, რომელიც ბედს ,,ალჩუ–კოჭოს,, ეთამაშება უკანასკნელ გროშს ანაცვლებს მას.

,,ბედმა ,,მეთევზეთა სერზედ,, შტატ არკანზასი გადამტყორცნა––მოჰყვება იგი––მაშინ მე ირმის ტყავში და მოკასსინებში შემოსილი ვიარებოდი, თავზედ გრძელი თმა, თითზედ ოცდაათ–კარატიანი ბრილიანტის ბეჭედი მქონდა, ეს ბეჭედი ტეხარკონში ერთ მსახიობს გამოვტყუე. აქამდი არ ვიცი, რა უყო მან საკეც დანას, რომელშიაც მან ეს ბრილიანტი გამიცვალა.

,, მე გახლდით ექიმი ვოფ–ხუ, ცნობილი ინდოედი მკურნალი. იმ დროს მე მხოლოდ ერთი სანელებელი მქონდა, სახელდობრ გარმკუნებელი მწარე. დამზადებული იყო იგი ცხოველ–მყოფელ მცენარეემიდან და ბალახებიდან, რომლებიც ჩოკტოს ტომის უფროსის ცოლმა წარმტაც ტა–კვა–ლამ შემთხვევით აღმოაჩინა, როდესაც მოარშულ ძაღლის შესაზავებლადგინისჯონჯლს უძუბდა. ის საუზმე ადათდთ აქვთ მიჩნეული მათ სიმინდის დღესასწაულის ცეკვის დღეს.

,,უკანასკნელ ქალაქში ჩემი საქმე ცუდათ წავიდა, ისე რომ მე სულ ხუთი დოლარი–ღა მქონდა.მე გავემგზავრე ,,მეთევზურთა სერის,, აფთიაქის პატრონთან, და მან ექვსი თოგმული რვა უნციანი ბოთლი ნისიად მომცა. სიქები და დანარჩენი აუცილებელი ინგრედიენტები ჩემს ჩემოდანში მქონდა––უკანასკნელ ქალაქში მოღვაწეობისას ნაშთები. ცხოვრება ისევ ვარდისფრად შეიღება, როდესაც მე სასტუმროში წყალსადენიანი ოთახი ვიქირავე და განმკურნებელი მწარე ფანჯარაზედ თორმულობით გავამწკრივე.

,,სითაღლითე? არა, ბატონო. იმ ექვს თორმეულ ,,მწარეში,, ორი დოლარის ქინა–ქინის ექსტრაქტი და ათი ცენტრის ანილინის ფერადი იყო. ბევრი ხნის შემდეგ მე იმავ ქალაქებში დავიარებოდი, და რრამდენი ხალხი მეხვეწებოდა ჩემი ელექსირის განმეორებას. 

,,იმავ საღამოს ერთი პაწია ურიკა დავიქირავე და ჩემი ,,მწარის,, გაყიდვას შევუდექი. ,,მეთევზურთა სერი,, ციებ–ცხელებიან დაბლობზე არის გაჭიმული; და ჩემი დიაგნოზით იმ ადილის მცხოვრებლებს სწორედ რთულჰიპოტეტიური, ფილტვ–გულის, სკორბუტის საწინააღმდეგო ტონიური წამლები სჭირდებათ.

,,მწარე,, გავრცელდა, როგორც ვეგეტარიანულ სადილზე ტკბილ ხორცის პაშტეტი. 2 თორმეული ბოთლი უკვე გაყიდული მქონდა––თითო თითო ორმოცდაათ ცენტათ,––როდესაც ვიგრძენი, რომ ვიღაცა სახელოზედ მებღაუჭება. მე ვიცოდი, რას ნიშნავს ეს; ამიტომ უმალ ჩამოვხტი ურიკიდან და სწრაფად მივაჩეჩე ხუთდოლარიანი ქაღალდი გერმანულ ვერცხლის ვარსკვლავიან კაცს.

––– კონსტებლ, –– მივმართე მე, –– მშვენიერი საღამოა დღეს.

––– მიღებული გაქვთ ქალაქის მმართველობიდან –– მეკითხება იგი –– ნებართვა მაგ არალეგალურ ესენციის გაყიდვისთვის, რომელსაც თქვენ მლიქვნელობით წამალს უწოდებთ?

––– ,,არა,,–– ვუპასუხე მე.–– მე არ ვიცოდი, რომ თქვენ აქ ქალაქში მმართველობა გაქვთ. თუ ხვალ დილით მე მას მოვნახავ, სიამოვნებით ავიღებ ნებართვას, რაკი ეს საჭირო ყოფილა. 

––– მე უნდა მიგიკეტოთ ეგ დუქანი, ვიდრე თქვენ აგ მიიღებთ ნებართვას –– მეუბნება კონსტებლი.

,,მე შევწყვიტე ვაჭრობა და სასტუმროში დავბრუნდი. პატრონს ყოველივე ვუამბე.

––– ჰო, –– მეუბნება ის, –– ,,მეთევზურთა სერზედ ,, თქვენ ვერაფერს გახდებით. ექიმი ხოსკინსი, ერთად–ერთი ექიმი, ამ მხარეში ქალაქის მერის ქვისლია, და ისინი არაფრის გულისთვის არ მისცემენ ექიმ––მჩემებელს (შარლატანს) მათ ქალაქში ვარჯიშობის ნებას.

,,მე მოდიკურ ვარჯიშეს გოდი ვეწევი –– ვეუბნები მე.––მე საწსრილმანო ვაჭგობის სახელმწიფო პატენტი მაქვს, და თუ მათ სურთ, ქალაქის პატენტსაც ამოვირჩევ.

,,მეორე დილას მე მერის სამწერლოში წავედი, იქ მითხრეს, რომ მერი ჯერ არ მობრძანებულა; არც იციან, როდის მობრძანდება.

–––რას იზამ! ექიმი ვოფ–ხუ გაჩანჩალდა თავის სასტუმროში, ჩაჯდა სავარძელში, აანთო რემის რეგალია და უცდის.

,,ცოტა ხნის შემდეგ ჩემს გვერდით სავარძელში ცის–ფერ გალსტუხიანი ახალგაზრდა ვაჟი ჩამოჯდა, და მკითხავს, რომელი საათია.

–––თერთმეტის ნახევარია –– მივუგე მე,––თტვენ–კი –– ენდი ტაკერი ბრძანდებით.

მე მინახავს თქვენი მუშაობა. ეს ხომ თქვენ დააარსეთ სამხრეთ შტატებში,,? მოითმინეთ, ის შეიცავდა: ჩილის მარგალიტის ბეჭედს, საქორწინო ბეჭედს, კარტოფილის საჭყლეტ მანქანას, დამამშვიდებელ სიროპიან ჭაჭას და დოროტი ვერნონის სურათს,––ყველაფერი ორმოცდაათ ცენტათ.

,,ენდის ესიამოვნა, რომ მე მას ვიცნობ. ის ჩინებული ქუჩის მოსაქმე იყო; უფრო მეტიც––იგი პატივს სცემდა თავის პროფესიას, და სრულიად კმაყოფილდებოდა სამას პროცენტიან მოგებით. ბევრჯელ, ბევრჯელ წინადადება მისცეს მას ნარკოტიულ წამლების არალეგალური გაყიდვა ეკისრა; მაგრამ ვერ დაითანხმეს, ვერც ერთხელ ვერ მოახერხეს მისი შეცდენა.

,,მე ამხანაგი მჭირდებოდა; და აი, მე და ენდი შევთანხმდით თანაზიარათ მოქმედებას.

მე გადუშალე ,,მეთევზურთა სერის,, მდგომარეობის სურათი, აუხსენი, რა ძნელია აქ ფინანსური ოპერაციების წარმოება, პოლიტიკის და ნათლიმამობის შერევის გამო. ენდი ეს–კი იყი ჩამოსულიყო დილის მატარებლით. მას თითონაც მეტად საქმე, და აპირებდა ხმელეთ ევრეკა–სპრინგში ახალ სამხედრო გემის ასაშენებლად საზოგადოებრივ ხელის–მოწერის განცხადებას, და რამდენიმე დოლარით ქალაქის გაწმენდას. ამგვარათ, ჩვენ სუფთა ჰაერზე გავედით, აივანზე ჩამოვსხედით და წესიერათ მოვიფიქრეთ ყველაფერი.

,,მეორე დილას, თერთმეტ საათზე, როდესაც მე მარტოკა ვიყავი, სასტუმროში ბიძია ტომი მოჩანჩალდა და ექიმი იკითხა––უნდა წამოვიდეს და მოსამართლე ქენკსი გასინჯოს,რომელიც, სჩანს, იმავ დროს ქალაქის მერიც იყო, და სასტიკათ დაავადებულიყო.

–––მე ექიმი არა ვარ, –– ვეუბნები მე.––რატომ ნამდვილ ექიმს არ მიმართავთ?

–––ბატინო,––მიპასუხებს იგი.––ექიმი ხორკინსი სოფელში წასულ, ოცი მილის მანძილზე, ვიღაცა ავადმყოფთან.

ის ერთად–ერთი ექიმია ქალაქში, მასსა ბენკსი კი ძალიან ცუდათ არის. მან გამომგზავნა მე თქვენ სათხოვნელათ––ძალიან გთხოვთ ნახოთ იგი.

,,როგორც ადამიანი ადამიანთან––ვენბნები მე––მე მზათა ვარ წამოვიდე და გავსინჯო იგი.

,,ჩავიდე ჯიბეში ,,განმკურნებელი მწარის,, ბოთლი, და გავეშურე მთისაკენ, მერის ბინაზე, რომელიც საუკეთესო სახლი იყო ქალაქში, აივანით და თუჯის ძაღლებით სახლის წინ.

,,მერი ბენკსი ლოგინში იწვა, მთლად გახვეული, ისე რომ მხოლოდ წვერები და ფეხის გულები–ღა უჩანდა.

ის ისეთ შიგნიერ გრგვინვას უშვებდა, რომ სან–ფრანცისკოში ყველას უსათუოდ ეგონებოდა, რომ მიწის–ძვრა დაიწყო და თავშესაფრად ბაღებში გაიქცეოდა. ლოგინის თავში ახალგაზრდა ყმაწვლი იდგა, ხელში ფინჯანი ეჭირა.

–––,,ექიმო,––მეუბნება მერი,––სასტიკათ ავათა ვარ, პირდაპირ ვკვდები. არ შეგიძლიათ მიველოთ რამე?

–––,,მისტერ მერ,––ვეუბნები მე,––მე არ გახლავართ ს. კუ–– ლაპიუსის რეგულიარული და პატენტიანი მოწაფე. მე არასოდეს არ მომისმენია მედიკურ კოპედჟის კურსები, მე მოველი მხოლოთ როგორც ადამიანი, სანახავათ, თუ რაიმე დახმარების გაწევა შემიძლია.

–––დიდი მადლობელი ვარ, ძალიან დამავალებთ,–– მეუბნება იგი.––ექიმო ვოფ–ხუ, ეს ჩემი ძმის წული გახლავთ, მისტერ ბიდლი.

მან სცადა ჩემთვის ტანჯვის შემსუბუქება, მაგრამ ამაოთ. ოჰ, ღმერთო ჩემო, ოჰ! ჰგოდებს იგი.

–––,,მე თავი დავუკარი მისტერ ბიდლს. ავალმყოფის ლოგინთან ჩამოჯექი და მაჯას ვუსინჯავ.

,,შეიძლება ვნახო თქვენი ღვიძლი... უკაცრავათ, ღვიძლი კი არა, ენა,––ვეუბნები მე.

,,შემდეგ ექიმი თვალების ქუთუთოებს უბრუნებს და დაშტერებით შესცქერის თვალის კაკალში.

–––რამდენი ხანია, რაც ავათა ხართ?––ვკითხე მე.

–––,,წუხელ ღამ... ოი, ოი, ოჰ... წამაქცია.––მეუბნება მერი.––რამე წამალი მომეცმთ, ექიმო, გევედრებით, ჰა?

,,––მისტერ ფილდ,––ვამბობ მე,––თუ შეძლება, გადასწიეთ ფანჯრის რაფა.

,,––ბიდლ––მიპასუხებს ახალგაზრდა ყმაწვილი.––ბიძა დაჟემს, როგორ გგონიათ, არ შეგიძლიათ ერბოკვერცხიანი შაშხი შესჭამოთ.

,,––მისტერ მერ, ––ვეუბნები მე, ყური მარჯვენა ბეჭზედ მივადე,––თქვენ მარჯვენა კლავიკორდის კლავიკულის სასტიკი ზე–ანთება გადაგდებიათ!

–––ღმერთო მოწყალეო!––მძიმე კვნესით იძახის ის.––არ შეგიძლიათ რამით ასზილოთ, ან გამისწოროთ იგი, ან საზოგაოთ მიშველოთ რამე?

,,მე ვიღებ ჩემ ქუდს და კარებისაკენ მივდივარ.

,,ნუთუ მიბრძანდებით, ექიმო?––ბღავის მერი. ––თქვენ ხომ არ წახვალთ ასე, არ მომკლავთ ამ...

კლეპკოს ზე–ოფლი სხმით... კლეპკო... ბრძანეთ, არა?

,,უბრალო კაცობა, ექიმო ხუ–ხა,––მეუბნება მისტერ ბიდლი,––ნებას არ გაძლევთ დასტოვოთ ადამიანი სიკვდილის კარზე და არ დაეხმაროთ მას.

,,––ექიმი ვოფ–ხუ, თუ თქვენ ენას ძალ–უძს ეს სახელი გამოსთქვას, –– ვეუბნები მე, –– უბრუნდები ლოგინს და გრძელ თმას ვისწორებ.

,,––მისტერ მერ,––ვეუბნები მე,––თქვენ ერთი იმედი–ღა დაგრჩენიათ. წამალი თქვენ არას გიშველით. მაგრამ არსებობს სხვა, უზენაესი ძალა, თუმცა წამალშიაც რასაკვირველია ბევრი ძალა არის.

–––,,მერე რა არის ეს?

,,––მეცნირი დემონსტრაციები,– ვეუბნები მე,–სულის ტრიუმფი სალსაპარელზე. რწმენა, რომ არ არსებობს არც ტანჯვა, არც ტკივილი, გარდა იმ ტკივილებისა, რომლებიც წარმოიწვიან, როდესაც თქვენ წესიერათ გრძნობთ თავს. თავი ბანკროტათ იცანით.

დემონსტრაცია მოახდინეთ! 

,,––რა პარაფერნალიაზე ლაპარაკობთ თქვენ, ექიმო,–მეუბნება მერი,–თქვენ ხომ სოციალისტი არა ხართ.

,,––მე გელაპარაკებით ფსიქიურ ფინანსების გაცემის დიად დოქტრინაზე,–ვეუბნები მე.–მანძილზე მოქმედების შუქ–მოფენილ სკოლაზე, მენინგიტისა და შეცდომების შეუცნობელ მკურნალობაზე... პირად მაგნიტიზმის სახელით განთქმულ საოცარ ოთახის სპორტზე.

,,––შეგიძლიათ გააკეთოთ ეგ, ექიმო?–მეკითხება მერი.

,,––მე შინაგან კათედრის ცხაი ხუპლასი და მთლიან სინედრიონების წევრი გახლავართ,–ვეუბნები მე,–კოჭლები ლაპარაკს იწყობენ და ბრმები სიარულს, როდესაც მე მათ პასსებს უკეთებ. მე ვარ მედიუმი კოლორატურული გიპნოტისტი და სპირიტიოზული კონტროლიორი. უკანასკნელ სიანსებზედ ენნ–არბორში ძმრისა და არყის შემუშავების ამხანაგობის განსვენექული თავმჯდომარე მხოლოდ ჩემი წყალობით ჩამოდიოდა დედამიწაზედ და ნახულობდა თავის დას დჟენნინს. თქვენ ხედავთ, რომ მე ვვაჭრობ ქუჩებში წამლებით ღარიბებისათვის. მაგრამ მათთვის მე პირად მაგნეტმზმს არ ვხარჯავ და არ ვფლანგავ. მე არ ვარქვევ მას ქუჩის მტვერში, ვინაიდან მათ მტვერიც არ დაუმსახურებიათ.

,,––ჩემს ავადმყოფობას ხომ უწამლებთ?–მეკითხება მერი.

,,––მისმინეთ,–ვეუბნები მე,–მე ძალიან ბევრი უსიამოვნება მქონია საექიმო საზოგაებასთან ყოველგან,მარამ თქვენი სიცოცხლის გადასარჩენათ მე გამოვიყენებ ფსიქიურ წამლობას, თუ თქვენ, როგორც მერი, დასთანხმდებით და არ შემაწუხებთ ვაჭრობის ნებართვის საკითხში.

,,––რასაკვირველია,–მეუბნება ის.–ეხლა–კი, ექიმოდაიწყეთ თქვენი საქმე, რადგან ტკივილები კვლავ დამიბრუნდნენ.

,,–––ჩემი გონორარი 250 დოლარი იქება.

პირობას გაძლევთ, რომ ორ სეანსში მოგარჩენთ,–ვეუბნები მე.

,,–––კეთილი,–მუბნება მერი. მე გადავიხდი მაგას. ვფიქრობ რომ ჩემი სიცოცხლეამდენი მაინც ღირს.

,,–––მე საწოლის გვერდში ჩამოვჯექ და მერს თვალებში ჩავაცქერდი.

,,––ეხლა,––ვეუბნები მე,––თქვენი აზრები ავადმყოფობას მოაშორეთ. თქვენ ავად არა ხართ. თქვენ არა გაქვთ არც გული, არც კლავიკულა, არც ბეჭი, არც ტვინი––არაფერი. თქვენ არავითარ ტკივილებს არა გრძნობთ. გამოტყდით რომ თქვენ შეცდით.

ეხლა თქვენ გრძნობთ, რომ ტკივილი, რომელიც თქვენ არცა გქონიათ, თითქოს სუსტდება,–– ხომ მართალია?

,,––მე უკეთა ვგრძნობ თავს, ექიმო, წყეული ვიყო, თუ უკუთ არ ვგრძნობდე.–მეუბნება მერი. ცოტაოდენი კიდევ იცრუეთ, თითქოს მე არ მქონდეს სიმსივნე მარცხენა მხარეს, და იმედი მაქვს,რომ მე წამოვჯდები, და ნამცხვართან ერთად ძეხვებს გეახლებით.

,,მე გავაკეთე რამოდენიმე პასსი.

,,––ეხლა,–ვეუბნები მე,–ანთებამ უკვე გაიარა პერიგელიის მარჯვენა მხარე უკვე ჩავარდა. თქვენ გეძინებათ, თვალები გეხუჭებათ, ამ წუთში ავადმყოფობის სვლა დაყოვნებულია, ეხლა თქვენ დაიძინეთ.

,,მერმა თვალები დახუჭა და ხვრინვა დაიწყო.

,,––ხომ ხედავთ მისტერ ტიდდლ, თანამედგოვე მეცნიერების სასწაულს. 

,,––ბიდდლ,–– მეუბნება იგი,–– როდის დაამთავრებთ ბიძიას ექიმობას ექიმო პუ–პუ?

,,––ვოფ–ხუ,–ვეუბნები მე.–მე მოვალ ხვალ, დილით საათის თერთმეტზე. რომ გაიღვიძებს, რვა წვეთი სკიპიტარი და სამი გირვანქა ქიფშტექსი მიეცით. დილა მშვიდობისა.

,,––მეორე დილას მე დანიშნულ დროზე მივედი.

,,––აბა, მისტერ ბიდდლ,––ვეუბნევი მე ახალგაზრდა ვაჟს, როდესაც მან საწოლ ოთახის კარები გამიღო,––როგორაა დღეს ბიძა თქვენი?

,,––ბევრათ უკეთ არის,–მეუბნება ახალგაზრდა.

მერს მაჯაც და პირის ფერიც მშენიერი ჰქონდა.

მე კიდევ ერთხელ მივმართე ჩემს მეთოდს წამლობისა, და მან განაცხადა, რომ უკანასკნელმა ტკივილებმაც გაუარა.

,,––ეხლა,–ვეუბნები მე,– ერთი–ორი დღეკიდევ ლოგინში დარჩით, და მაშინ სრულიად გამოკეთდებით.

ისიც თქვენი ბედია, მისტერ მერ, რომ მე შემთხვევით მეზღვაურთა სერში ვიყავი, ვინაიდან ვერავითარი წამლები კორნუკოპელიდან, რომელმაც ჩვეულებრივ განათლების ექიმები ხმარობენ, ვერ გიშველიდნენ თქვენ. ეხლა–კი, როდესაც თქვენი შცდომა გაჰქრა, და დამტკიცებულია, რომ თქვენი ტკივილები ვერაგულ მოტყუებას წარმოადგენდნენ; შევეხოთ უფრო სასიამონო მოვლენას, სახელდობრ 250 დოლარ ჰონორარს.მხოლოდ, მე ძალიანა გთხოვთ, ნუ იხმარებთ ამ შემთხვევაში ჩეკს, ვინაიდან მე საშინლად მძულს ხელის მოწერა.

,,––მე ნაღდათ გაგიმხადეთ, – მეუბნება მერი და ბალიშის ქვეიდან საფულე ამოაძრო. ხუთი ორმოცდაათ დოლარიანი ქაღალდი გადითვალა და ხელში უჭირავს. 

,,––ხელწერილი გამოართვით, – ეუბნება ქიდდლს.

მე ვაძლევ ხელწერილს, მერი ფულს მითვლის, რომელსც მე უმთავრესად შინაგან ჯიბეში ვინახავ.

,,––ეხლა, ბატონო მოხელევ, შეასრულეთ თქვენი მოვალეობა,–ამბობს მერი და ავადმყოფისათვის სრულიად შეუფერებელ ღიმილით იღიმება.

,,მისტერ ბიდდლი ხელს მხარში მკიდებს.

,,––თქვენ დაპატიმრებული ხართ, ექიმო ვოფ–ხუ, სხვანაირათ პიტერს,–მეუბნება იგი,–იმისათვის, რომ ექიმობთ უნებარპვოთ, რომელსაც სახელმწიფო აუცილებლათ მოითხოვს.

,,––თქვენ ვინა ხართ?–ვკითხავ მე.–მე მოგახსენებთ, მინც არის ,–მეუბნება მერი და ლოგინში ჯდება.–ეგ გახლავთ სახელმწიფო მედიკური საზოგადოების პოლიციის ფარული მოხელე. იგი გითვალთვალებდათ თქენ ხუთ შტატში, გუშინ მოიდა ჩემთან და ჩვენ გამოვიმუშავეთ თქვენი დაჭერის გეგმა. იმედი მაქვს, მისტერ ფაკირ, რომ თქვენ აღარ ითამაშებთ ექიმის როლს ჩვენ მხარეში. როგორ ბრძანეთ, ექიმო რა ავადმყოფობა მაქვს მე?–გადაიხარხარა მერმა.–რთული...

კეთილი, ყოველ შემთხვევაში იმედი მაქვს, რომ ეს ტვინის სისუტე არ იყო.

,,––პოლიციის აგენტი?– ვამბობ მე.

,,––სწორეთ,–მეუბნება ქიდდლი.–მე შერიფს უნდა გადაგცეთ თქვენ.

,,––ვნახოთ როგორ იზამთ მაგას,–ვეუბნები მე, ბიდდლს ყელში ხელი ვტაცე და კინაღამ ფანჯრაში არ ვისროლე, მაგრამ მან რევოლვერი ამოიძრო და პირდაპირ ნიკაპში დამაბჯინა.მე გავჩერდი. მაშინ მან ხელბორილები ჩამომაცვა და ჯიბიდან ფული ამომაცალა.

,,ვამოწმებ რომ ეს სწორედ ის ბილეთებია,რომლებიც მე და თქვენ, მსაჯულო ბენკს დავნიშნეთ–ამბობს იგი. მე მათ შერიფს გადავცემ, როდესაც ჩვენ მის სამწერლოში მივალთ, და იგი თქვენ ხელწერილს გამოგიგზავნით. ეს ბილეთები ნმვთიერი მხილება იტნება.

,,––მართალი ბრძანდებით, მისტერ ბიდდლ,–ამბობს მერი,–ახლა, ექიმო ვოფ–ხუ, რატომ არ გვიჩვენებთ თქვენს ძალას?განა არ შეგიძლიათ კბილებით გახსნათ თქვენი მაგნეტიზმი და რაიმე ფოკუს–მოკუსით ბორკილები გაიხსნათ? 

,,წავიდეთ, ბატონო მოხელე,–ღირსეულად ვამბობ მე.–მე ვიღუბ არსებულ მდგომარეობას.

,,შემდეგ ვუბრუნდები მოხუც ბენკსს და ჩემს ბორკილებს ვაჩხარუნებ.

,,–მისტერ მერ, მოკლე ხანში თქვენ დარწმუნდებით, რომ პირად მაგნეტმზმი–უზენაეს მიღწევა არის.დარწმუნებული იყავით, რომ ამ შემთხვევაშიაც იგი მიაღწევს თავის მიზანს.

,,და, რასაკვირველია,ეს ასეც მოხდა.

როდესაც ჩვენ ჭიშკარს მიუახლოვდით, მე ვთქვი: 

,,–აქ შეიძლება ვინმეს შევხვდეთ, ენდი, ჩემის აზრით სჯობია მოვიხსნა ეს.

–ჰა? აბა, რასაკვირველია, ეს ენდი ტაკკერი იყო. მთელი გეგმაც მან გამოიგონა; და აი ამგვარად ვიშოვეთ თანხა ჩვენი საერთო საქმის დასაწყობათ..

??????