მე თასმინი ვარ
მე თასმინი ვარ
მე თასმინი ვარ _ ებრაელი,
ფაშისტების სასაკლაოდან...
გამოვაღწიე...
მე თასმინი ვარ _ თავჩაღუნული
თქვენი მსხვერპლი, რომ მომძახოდით,
თავი ასწიე,
გაყურებინოთ როგორ დავხვრეტთ
შენს მშობელ მამას!
თვალდახუჭული ვიწყებდი მზესთან
ნერვიულ თამაშს...
მაგრამ მზეს ესროლეს! ესროლეს მზეს!
და ჩაქრა...
გავახილე...
სისხლი სდიოდა ზეცის საფეთქლებს...
მზე კი, აქციეს ნაცრად... გაქრა,
შეერია ზეცის ნაწილაკებს
და მამაჩემის ფერფლით გათოვდა...
თოვლში მომწყვიტეს დედის კალთას,
ზუსტად მაშინ
მუჭში რომ ვაგროვებდი თოვლს და
მამა ხელის გულით დამქონდა.
დედა? დედა არ ვიცი, ალბათ გათხოვდა
მამაჩემის ფერფლზე და გაწვიმდა,
რომ დაელბო ჩემი ნაგვემი სხეული,
რომ ჩაექრო შეშასავით შენთებული
ადამიანების კოცონი და დაეძახა:
იყავით წყეული! იყავით წყეული!
მას შემდეგ ყოველ ღამე გვამებთან მძინავს,
(მეც ხომ გვამი ვარ),
დილით მაკიაჟს სისხლით ვიკეთებ,
ყოველ საღამოს სისხლითვე ვიბან...
მიწას ეღვრება... მიწა იხრჩობა,
გმინავს: გენოციდია!
გაიქეცით! გაიქეცით!
თორემ მოშივდათ ადამიანებს
და საკუთარი ხორცით ძღებიან!
თორემ მოსწყურდათ ადამიანებს,
მხოლოდ სისხლს ეძალებიან!
გაიქეცით!
გავრბივარ... სად?...
დედის ხელებით
უკანასკნელად დაწნული თმები
მიდევს ბალიშად.
სულ მაკანკალებს ბოლო ხანია,
მაგრამ არ ვტირი,
დედა თვალებში დამიშრა...
მე თასმინი ვარ _ ებრაელი,
ფაშისტების სასაკლაოდან...
მე თასმინი ვარ _ გერმანელი
ფაშისტიც მე ვარ _ ადამიანი!
ომი დამთავრდა!
და არ ვიცი წავიდე საით,
რადგან გამოდის
მკვლელიც მე ვარ,
მოკლულიც მე ვარ,
და სუიციდიც არ შემიძლია,
როცა ისედაც მკვდარი მქვია...
ომი დამთავრდა...
მხრებით მივათრევ
ურიცხვი მკვდრის და
ამდენივე მკვლელის
გზას
და
ნაფეხურს...
მე თასმინი ვარ _ ებრაელი,
ფაშისტების სასაკლაოდან...
გამოვაღწიე...
მე თასმინი ვარ _ თავჩაღუნული
თქვენი მსხვერპლი, რომ მომძახოდით,
თავი ასწიე,
გაყურებინოთ როგორ დავხვრეტთ
შენს მშობელ მამას!
თვალდახუჭული ვიწყებდი მზესთან
ნერვიულ თამაშს...
მაგრამ მზეს ესროლეს! ესროლეს მზეს!
და ჩაქრა...
გავახილე...
სისხლი სდიოდა ზეცის საფეთქლებს...
მზე კი, აქციეს ნაცრად... გაქრა,
შეერია ზეცის ნაწილაკებს
და მამაჩემის ფერფლით გათოვდა...
თოვლში მომწყვიტეს დედის კალთას,
ზუსტად მაშინ
მუჭში რომ ვაგროვებდი თოვლს და
მამა ხელის გულით დამქონდა.
დედა? დედა არ ვიცი, ალბათ გათხოვდა
მამაჩემის ფერფლზე და გაწვიმდა,
რომ დაელბო ჩემი ნაგვემი სხეული,
რომ ჩაექრო შეშასავით შენთებული
ადამიანების კოცონი და დაეძახა:
იყავით წყეული! იყავით წყეული!
მას შემდეგ ყოველ ღამე გვამებთან მძინავს,
(მეც ხომ გვამი ვარ),
დილით მაკიაჟს სისხლით ვიკეთებ,
ყოველ საღამოს სისხლითვე ვიბან...
მიწას ეღვრება... მიწა იხრჩობა,
გმინავს: გენოციდია!
გაიქეცით! გაიქეცით!
თორემ მოშივდათ ადამიანებს
და საკუთარი ხორცით ძღებიან!
თორემ მოსწყურდათ ადამიანებს,
მხოლოდ სისხლს ეძალებიან!
გაიქეცით!
გავრბივარ... სად?...
დედის ხელებით
უკანასკნელად დაწნული თმები
მიდევს ბალიშად.
სულ მაკანკალებს ბოლო ხანია,
მაგრამ არ ვტირი,
დედა თვალებში დამიშრა...
მე თასმინი ვარ _ ებრაელი,
ფაშისტების სასაკლაოდან...
მე თასმინი ვარ _ გერმანელი
ფაშისტიც მე ვარ _ ადამიანი!
ომი დამთავრდა!
და არ ვიცი წავიდე საით,
რადგან გამოდის
მკვლელიც მე ვარ,
მოკლულიც მე ვარ,
და სუიციდიც არ შემიძლია,
როცა ისედაც მკვდარი მქვია...
ომი დამთავრდა...
მხრებით მივათრევ
ურიცხვი მკვდრის და
ამდენივე მკვლელის
გზას
და
ნაფეხურს...