ჭეიშვილი რეზო
გაზიარება

*ბიოგრაფია (ჭ.რ) 

რეზო ჭეიშვილი (* 24 აპრილი, 1933, ქუთაისი, საქართველო), ქართველი მწერალი, დრამატურგი. რუსთაველის პრემიის ლაურეატი .
რევაზ (რეზო) ბენედიქტეს-ძე ჭეიშვილი დაიბადა ქალაქ ქუთაისში (საქართველოს რესპუბლიკა) 1933 წლის 24 აპრილს.
დაამთავრა ქუთაისის ვაჟთა მერვე (VIII) საშუალო სკოლა 1952 წელს.
1954 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის (ქართული ენა ლიტერატურა) ფაკულტეტზე, რომელიც დაასრულა 1958 წელს.
ჰყავს ორი ვაჟი, სამი შვილიშვილი, შვილები: მამუკა, გუბაზი, შვილიშვილები: რეზო, ნანა, ქეთი, რძალი მაია მუსერიძე, მეუღლე სოფიო ჩოხელი გარდაიცვალა 1991 წელს.
1997 წლიდან ცხოვრობს მარინა ვერულაშვილთან, მეუღლესთან და მეგობართან ერთად.
სტუდენტობისას უნივერსიტეტის ალმანახ «პირველ სხივში» და ახალგაზრდულ ჟურნალ «ცისკარში» გამოაქვეყნა პირველი მოთხრობები.

პროფესიული გამოცდილება

1961 წლის ჩათვლით, ვიდრე 1992 წლამდე, მუშაობდა კინოსტუდია «ქართულ-ფილმში» რედაქტორად, სასცენარო კოლეგიის წევრად, შემოქმედებითი გაერთიანების წევრად და ერთ-ერთ ხელმძღვანელად, პარალელურად მოღვაწეობდა ჟურნალებში "ცისკარი", "საუნჯე".
1987 წლის იანვარში გაამწესეს ალმანახ «განთიადის» მთავარ რედაქტორად მშობლიურ ქალაქ ქუთაისში . მისი მეცადინეობით ალმანახი (ამას კრემლის ნებართვა სჭირდებოდა) გადაკეთდა ჟურნალად და განთიადი რევოლუციური კატაკლიზმების (1988 წლის 9 აპრილი, 1991-93 და მომდევნო წლები) დაწყებამდე გამოდიოდა რეგულარულად, სოლიდური მოცულობითა და დიდი ტირაჟით.
თავმჯდომარეობდა რუსთაველის საზოგადოებას, იმ წლებშივე (1987-1992) დააარსა საზოგადოებრივ-პუბლიცისტური გაზეთი «მოწამეთა», შემდგომში ილუსტრირებული ჟურნალი «მწვანეყვავილა». უსახსრობის გამო ლიტერატურულ-საზოგადოებრივი ზემოთ ნახსენები ორივე ორგანო დაიხურა.
1992 წელს საქართველოს მწერალთა ყრილობაზე არჩეულ იქნა მწერალთა კავშირის მდივნად, თავმჯდომარის პირველ მოადგილედ, 2000 წლიდან საქართველოს მწერალთა ლიტერატურული ფონდის თავმჯდომარეა, სადაც მსახურობს დღემდე.
1997-98 წლის ორ სეზონს, როგორც დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი უძღვებოდა ლადო მესხისვილის სახელობის ქუთაისის აკადემიურ თეატრს.
არჩეულ იყო მესამე მოწვევის (1992-1995) წწ) პარლამენტის დეპუტატად.

??????