რობაქიძე გრიგოლ
გაზიარება

კონსტანტინე გამსახურდია 

სამი თვის წინათ ერთი ამბავი მაცნობეს პარიზიდან. ოლია თავაძეს, ყოფილ წევრს საქ. მთავრობისა, ეამბნა, როცა ბერლინი, 1945 წელს საბჭოთა ჯართა მიერ ალყაშემორტყმული, ცეცხლის ქვეშ ნადგურდებოდა, მოვარდა ჩვენთან, მთავრობის სასახლეში, ერთი ჯგუფი მწერალთა კ. გამსახურდიას მეთაურობით – თხოვნით: რაიმე ზომები მიგვეღო გრ. რობაქიძის და მ. წერეთლის, რომელნიც მაშინ ბერლინში ეგულებოდათ, გადასარჩენადო. – მრავალი შერხევა განმიცდია ნეტარი წუთით, ხოლო ასეთი სიმძაფრით არა. ასეთი რამ მხოლოდ დიდი კარდჰუს სამშობლოში თუა შესაძლო. მრავალი ცრემლი დავღვარე, ცრემლი ნეტარების. ეხლაც შერხეული ვარ, ვიგონებ რა ამ ამბავს, გამოუცხადო მადლობა ამ მწერლებს? ეს ემსგავსებოდა – მადლობა გმომეთქვა მღვდელმთავრისადმი ზიარებისათვის. დეე, ეს “აქტი” დარჩეს წვეთად სამშობლოდან მოგვრილი ზედაშისა, რაიც ვიგემე მე სამუდამოდ გადმოხვეწილმა.”

??????