ფუნდუკში
*ჯიგვურიანი ჯეილი ჭამდა ყაურმას ჯიგრისას,
თან ჯინი ჭირდა თვალებით ჯავარა ქალის ჯიქნისა,
ქმრისაცა ჰქონდა რიდება _ იმ ჯიშიანი ჯიქისა,
ჩანდა რომ ჯავრს შეაჭმევდა ყველა თავხედს და ჯიბგირსა,
ადგა, გადაჯდა ტაიჭზე და თავი მისცა ჯირითსა,
გადაუჭირა მათრახი... რა ბრალი იყო ჯირკისა.
*ჯიგვურა _ საომარი ბეჭედი, საცერული