შაშვი და ყვავი
ბუჩქებში მომღერალ შაშვს ხის კენწეროდან ყვავმა გადმოსძახა:
-ვერ ვიტყვი, რომ ცუდად გალობ, მაგრამ უნდა გაჩუმდე.
-თუ ცუდად არ ვგალობ, რატომ უნდა გავჩუმდე?! -გაუკვირდა შაშვს.
-იმიტომ რომ, როცა შენ მღერი, მე აღარავინ მისმენს.
-ამიტომ მე არ უნდა ვიგალობო და შენ უნდა იყრანტალო?! -აჭახჭახდა შაშვი.