ძერა და ღაჟო
ვეება მუხის ტოტზე ძერა დაფრინდა. ატყდა ფრინველების წიოკობა და ტრიალ-წრიალი, ვინ სად შეაფარა თავი და ვინ სად დაიმალა. სარის წვერზე კოპწიად ჩამოსკუპებულ ღაჟოს არაფერი დაუნახავს და როცა ირგვლივ ყველა შემოეცალა, მიიხედ-მოიხედა, მუხაზე ძერას მოჰკრა თვალი. მასაც უნდოდა თავის შველა, მაგრამ ატყობს, ზედაც არავინ უყურებს.
_ ნეტავ სად გარბიან, ვინაა რომ ერჩით, ასეთი კეთილი და სათნო ფრინველი რატომ აფრთხობთ?!
_ ბდღვნად არ ღირხარ, შე სულელო, თორემ ნახავდი რა კეთილი და სათნოცა ვარ!_ დაიკივლა ძერამ და ნადავლის საშოვნელად სხვა მხარეს გაფრინდა.