იოსელიანი ოტია
გაზიარება

დათვის სიმღერა 

ბობმორა, გაზულუქებულ დათვს უჭამია, უსვამს, სკა გაუძარცვავს, თაფლი უსვლეპია, გამტყვრალა, ტყეში აღმა-დაღმა დაბაჯბაჯებს და დაღრიალებს:

დათვი ვარ და რა დათვი ვარ!

სულ მალაყებს გადავდივარ.

დარდი გულს არ ეკარება,

მიყვარს ლხინი, დროსტარება.

უქეიფოდ არად ვღირვარ,

დათვი ვარ, დარდიმანდი ვარ!

გამოცვივდნენ დაზაფრული ტყის ბინადარნი და აყვირდნენ:

– რა ამბავია, რა გაღრიალებს, ხიდან ხომ არ ჩამოვარდი და კისერი მოიტეხე, ან დაჭრილი ხომ არ ხარ!

– რა, არაფერი მიჭირს, მხეცივითა ვარ და ვმღერი.

– ეს სიმღერაა? დაგვზაფრე ხალხი! 

– არ ვიცი რაა, ჩემი გულის ჭიას კი ვახარებ და...

– შენი გულისას ახარებ, მაგრამ რას გვერჩი, თავს რომ გვაბეზრებ და ჩვენი გულის ჭიას ჰკლავ?!

??????