დოჩანაშვილი გურამ
გაზიარება

მხიარული ბორცვი 

ა ისე მოხდა, რომ ჩემმა მბრძანებელმა, მიუწვდომელმა და ყოვლისბენ იჯნპალი, მცოდნემ, უხმომ, დაფარულმა, სწორედ ამ ქვეყანაში გამომაგზავნა. მე, მტვერი ფერხთა მისთა, მარად უძლურიმის იდუმალ სიბრძნეთა წინაშე, მორჩილად ვისმენდი ძუნწ, მკაცრდავალებას და ზურგი რომ შემაქცია, მე, ამჩატებული, მბრძანებელივით უხილავი და მოთვალთვაალე ნიავად ავედევნე კოპწია ხომალდს და ჩემი წყალობით იალქანი ამაყად გამოიბერა. ანძის სიმაღლიდან დავცქეროდი უცნობ, ფერადჩალმიან ადამიანებს, და მოოჭვილ სარტყელზე მოქანავე გაზნექილი ქარქაშის მიხედვით ხმლის გამოცნობა რა იყო ჩემთვის, - არაფერი, ეს კი არა, მე ისიც ვიცოდი, ამპარტავანმა კაცმა თუნგი რომ მიიყუდა, რამდენი წვეთი შარბათი შესვა, მე სახელიც მაშინვე გავიგე მისი-სიდ ბენ ინჯპალი. არა მგონია, იმასაც სცოდნოდა ჩემი იქ ყოფნა, თუმცა პირველივე სიტყვა, მისი თხელი ტუჩებიდან მომწყდარი, ჩემი სახელი იყო: „სიმართლე რომ ითქვას“... ასე წარმოსთქვა მან, მე სიმართლე ვარ, ხანდახანნ სინამდვილესაც მეძახიან, მაგრამ ეს სახელი, სიმართლე, უფრო მომწონს, მე - სიმართლე ვარ, ყველგან მოარული, მოხეტიალე, უჩინარი მოწმე, ყოველივეს დამნახავი მაწანწალა, ვერაფერი გამაოცებს, არც იმას გაუკვირვებივარ, თანამოსაუბრე ბენ იჯნპალს ჩემი მბრძანებლის სახელით რომ დაეთანხმა: „ჭეშმარიტებაა, ჭეშმარიტება“, ასე დაეთანხმა თანამოსაუბრე სიდ ბენ იჯნპალს. 
და მაინც, ხომალდზე მოწყენით ვიყავ, აბრეშუმის ნაზ იალქანს მსუბუქად მიყრდნობილი. აქ, როგორც ყოველი მგზავრობისას, ადამიანები ნაკლებად წააგავდნენ თავიანთ თავს – თუმცა მშვენიერი დარი იდგა, გულის კუნჭულში მიმალული დაღუპვის შიში აიძულებდა მგზავრებს, უფრო უკეთ მოქცეულიყვნენ, ვიდრე საერთოდ სჩვევიათ და თავაზიანად მასლაათობდნენ, ამაყმა ბენ იჯნპალმაც კი, მთელს ისპაჰანში სიმდიდრით განთქმულმა კაცმა, ჩვეულებრივი მოკვდავივით აღნიშნა - „სიმართლე რომ ითქვას, ხომალდზე არა ცხელა“, ასე აღნიშნა მან. და იქვე მდგარმა ასისთავმა, მდიდარი კაცის უშუალობით აღტაცებულმა, მაშინვე კვერი დაუკრა: „ჭეშმარიტებაა, ჭეშმარიტებაა“... უგუნურო! მეც კი, თავად სიმართლემ, არ ვიცი მბრძანებელი.
მერე მე მხარი მოვინაცვლე და ცას დავუწყე თვალიერება. თვალმოჭუტული შევცქეროდი მზეს, ღრუბლებს, ვინ იცის, მერამდენედ ვათვალიერებდი გავარვარებულ დისკოს, მე ვიცოდი მისი ზომა, მოცულობა, სიძლიერე, გზა მისი – მრავალჯერ ამომწვარი და მაინც უხილავი, ვიცოდი მისი სიჩქარე, ლაქები და დანიშნულება და ყოველივე ამის მიუხედავად, შემზარავი იყო იმის გაფიქრება, რომ მე მაინც არ ვიცოდი, რა იყო მზე – ან როგორ შეიქმნა, ან რამ გაათბო... დაძაბული და აფორიაქებული, იქამდე შევცქეროდი, სანამ ზღვის მიღმა დიდებულად არ ჩაეშვა და გაუჩინარდა თუ არა, წითლად შეფერილ დასალიერს თვალი ავარიდე და ცა მოვათვალიერე. მე შევცქეროდი ღრუბლებს, თანდათან რომ მუქდებოდნენ და მოწოლილ სიბნელეში თითქოს გამკვრივდნენ, მაგრამ; მალე სრულიად გაუჩინარდნენ, ვპოულობდი მბჟუტავ ვარსკვლავებს, უწესრიგოდ რომ ჩნდებოდნენ ღამეულ ცაზე და სუსტი ციაგი თვალს მიმშვიდებდა; მე რომ სიმართლე არ ვყოფილიყავ, შეიძლება ისეც კი მომჩვენებოდა, თითქოს ცაზე დამსხვრეული მზე; მიმობნეულიყო, მაგრამ მე არა მქონდა ამის უფლება და მხოლოდ ის მიკვირდა, ამ შორეულ და ამოუცნობ, მაგრამ მიწიდან მაინც ერტნაირ კაშკაშს როგორ დაარქვეს ადამიანებმა ისეთი განსხვავებული სახელები, როგორიცაა მეეტლე, ქალწული, ღრიანკალი... და რადგან ბნელოდა, და ღამე იყო, მსუბუქად ჩამოვცურდი ანძაზე მე, უხილავი, და ხომალდის პაწია ოთახები დავიარე - ძალიან მიყვარს ადამიანების თვალიერება, როცა პირველი ძილით მიყუჩდებიან ხოლმე. მე დავცქეროდი მოქანცულ მეზღვაურს, მართალი დაღლილობით გარუჯულ სახეზე და ამ კუთვნილი ძილით მოხიბლული, მის საწოლთან კარგა ხანს ვტივტივებდი და მძიმე ჰაერი ჩემითაც გაიჟღინთა, მერე მივადექ თვით სიდ ბენ იჯნპალს, ვისი ერთადერთი ვაჟიშვილის გამოც ამ ხომალდს დამადევნა მბრძანებელმა, მერე ზიზღით ავათვალიერე პირდაფჩენილი ასისთავი და მისმა უსიამოვნო გამომეტყველებამ ისევ მღვიძარი ადამიანი მომანატრა და აჭრიალებულ საჭესთან გახევებულ, ყვრიმალებდაბერილ მეზღვაურს, ჯიუტად რომ იცქირებოდა სიბნელეში, ნაზად შევეხე მხარზე, მერე კი ხომალდზე მყოფთა ფშვინვითა და დაბუჟებული სახეებით გაღიზიანებული, მიყუჩებულ ზღვაში გადავეშვი და მთელი ღამე მხიარულად დავდევდი უზარმაზარ, გაცელქებულ თევზს, მოქნილი კუდით ღონივრად რომ აპობდა ზვირთებს და ამოხტომისას გლუვი ზურგი უბრიალებდა.
დიდი ქალაქი, ისპაჰანი, გმირთაგმირს ხვდებოდა.
მე დავნავარდობდი მეჩეთებიან ქალაქში, ხან დავძვრებოდი ხაალხში, დიდიან-პატარიანად რომ გამოფენილიყვნენ ქუჩებში და მათი ერთსულოვანი ქებათა-ქება მესმოდა - ყველას პირზე ეკერა გმირთაგმირის სახელი; ხან ავიჭრებოდიზემოთ, დავცქეროდი ისევ მათ -ამსიმაღლიდან დაპატარავებულებსა ერთნააირებს, მერე მე დავინახე, როგორ გაიფინეს ფერადი ნოხები და ლოცვას შეუდგნენ და სიოდ შევეხე მეჩეთის კენწეროდან გადმომდგარ მოლას, ვისი ტკბილ-გამყინავი მოთქქმაც შუადღის ხვატში სქლად გაიჟღინთა. ყველა გაიტრუნა, თითქოს ყოველივე გადაავიწყდათ, მე კი ერთი სული მქონდა, სანამ გმმირთაგმირს დავინახავდი – მე ხომ, ვიცოდი, რა როგორ იყო... არად მიღირდა შესახვედრად რომ გავქანებულიყავ, მაგრამ მისი დანახვა სწორედ აქედან, ამ ხალხთან ერთად მინდოდა და აფორიაქებული, მოუთმენელი, მიწის პაწია ნასვრეტიდან ღრუბლებამდე დავქროდი და დრო ისე გამყავდა. და როცა შორს, გზაზე, მტვერი აიზიდა, მე დავინახე თვით გმირთაგმირი, რომლის სახელსაც ამ ორი დღის უკან სანუკვარი სიტყვა „ხანი“ დაემატა – მტვრიან გზაზე, დიდებული ეტლით თვით არებ ხანი მოდიოდა! იგი იდგა ინდოეთიდან ჩამოყვანილი თეთრი ხარებით შეკაზმულ ეტლში, რომლებმაც აჯიღლა ცხენებივით მსუბუქად სირბილი იცოდნენ, თავდახრილებს, წითლად შეღებილი რქები წინ გაეშვირათ და ვაი იმას, ვინც ეტლს გზაზე გადაუდგებოდა.
სატახტო ქალაქი, ისპაჰანი, გმირთაგმირს ხვდებოდა, ეტლის გამოჩენისთანავე ძალიან გრძელი საკრავები – კერენაი ცისაკენ აიშვირეს ღონიერმა მუსიკოსებმა, ჩაჰბერეს და მეც კი, თავად სიმართლეს, სხვა დროს ასეთი შემზარავი ბღავილი არც გამიგია. მაშინვე დაიარები, ბუკები და დაფდაფები აყვნენ კერენაის და ამ წარმოუდგენელ ღრიანცელში მე მაინც გავარჩიე რაღაც უცხო. ველური ჰარმონია. ეტყობა, არებ ხანსაც მისწვდა ეს ხმები, რადგან წელში უფრო გაიმართა. იგი ქალაქში შემოდიოდა დემავენდის მხრიდან, მდიდრულად გამოწყობილი ხუთი ათასი მხედარი ჩამწკრივებულიყო გზის პირას, ქარი კი ქროდა მტვერი სახეში ეხლებოდათ, მაგრამ ვინ შეატოკებდა თავს - მეჩეთებიან ქალაქში გმირთაგმირი შემოდიოდა!

მთელი ქალაქი გამოფენილი იყო მთავარ გზაზე, არებ ხანს აღტაცებულნი შეჰყურებდნენ მღებავები და ვაჭრები, პატივისცემით აღვსილი მეომრები, ასეთი დიადი ზეიმით განცვიფრებული ფეიქრები, თვალები უელავდათ პირაკრულ ქალებს, მაიდანელი უსაქმურები ჩალმებს ჰაერში ისროდნენ და თვით აუღელვებელ სიდ ბენ იჯნპალს თვალზე სიხარულის ცრემლი უკიაფებდა. „მეგობრობა – ამბობდა ხანდახან ბენ იჯნპალი, - ნამდვილი მეგობრობა – აი ერთადერთი, რაც კი ცხოვრებაში არის“. ასე ამბობდა ბენ იჯნპალი, არებ ხანი კი მეგობარი იყო მისი. ახლა სად მეცალა, თორემ მის ერთადერთ ვაჟიშვილს, პირდაფჩენილი ისე რომ გახვეულიყო, თითქოს რაიმეს ფიქრობდა, უკეთესად შევათვალიერებდი, მაგრამ ამ წუთას მაინც არებ ხანი მაინტერესებდა, თუმცა ამ ქვეყანაში მბრძანებელმა სწორედ ბენ იჯნპალის ვაჟიშვილისთვის გამომაგზავნა. ერთი მაინც ავხედ-დავხედე და გამიკვირდა – ღირდა კი ამ ლოქოსათვის ამსიშორეს წამოსვლა? მაგრამ მბრძანებელს უკეთ მოეხსენება ყველაფერი და იმ იმედით, თეთრ ფარჩებში გამოწყობილ ყმაწვილს სხვა დროსაც რომ ვნახავდი, ისევ არებ ხანისაკენ გავქანდი – იგი კი, მზისა და მტვრისაგან თვალმოჭუტული, ოფლით გაცვარული, გაჯგიმულიყო და მაინც ზანტად ათვალიერებდა აღტაცებულ ხალხს და დაბინდულ მზერაში უცებ კმაყოფილება გაიკლაკნა:მართლაც რომ მეფური იყო შაჰის საჩუქარი – არებ ხანისაკენ ოცდაათი საუცხოო ცხენი მოქროდა, ზურგზე ფოცხვერის ტყავი ეფინათ; დაოთხილი ცხენები, ოქროს ლაგამითა და ბრილიანტებით მოოჭვილი უნაგირებით, ყოველ ცხენს კი, რაც მთავარია, ლამაზი ქალი მოაგელვებდა. ბუღში მოჩვენებასავით ატივტივებულ მხედრებს ყვრიმალებდაბერილი ათვალიერებდა არებ ხანი, პირბადე კი არ ჰქონდათ ჩამოფარებული – ხავერდის მჭიდროდ შემოტმასნილ შარვლებსა და გამჭირვალე აბრეშუმში გამოწყობილნი, თავად საჩყქარნი, მხიარული ყიჟინით მოაგელვებდნენ ნაჩუქარ ცხენებს და ახტუნავებული ოქროს ყელსამკაულები ალაგ-ალაგ მოულოდნელად ფეთქდებოდნენ მზეზე. და მომავალ ნეტარებათა თვალნათლივმა წარმოდგენამ უფრო მოუქუფრა სახე გმირთაგმირს და ქვედა ტუჩი ძალიან ნელა, სიამოვნებით აილოკა. მოახლოებულმა მხედრებმა მარჯვედ შეაჩერეს ცხენები და ავარდნილი ბუღი რომ გაიკრიფა, თაყვანი სცეს ახალ პატრონს და ეტლს აედევნენ, ქალაქის კარიბჭესთან კი საუცხოოდ მორთულ, დამჯდარ აქლემს ტანმომცრო მსახურმა მუხლზე მსუბუქად დაჰკრა ჯოხი და მორჩილმა პირუტყვმაც მაშინვე ჩაიჩოქა. არებ ხანი ეტლიდან გადმოვიდა და გოროზად მოკალათდა ორ კუზს შორის კოხტად ჩაგებულ, გედის ბუმბულით დატენილ ბალიშზე. აქლემი წამოდგა და თანაბარი, ძლიერ რწევით ქალაქში შეიყვანა არებ ხანი, ჯანმრთელმა მუსიკოსებმა უფრო ააბღავლეს კერენაი, დაირასაც მომეტებულად აჩხაკუნებდნენ – დიდ ქალაქში ეჟვნებითა და ზანზალაკებით აჟღრიალებულ აქლემზე ამაყად მჯდარი შემოდიოდა... თუმცაღა, კმარა, მე აღარ შემიძლია ვახსენო ეს გაპრანჭული სიტყვა „გმირთაგმირი“ - მეჩეთებიდან ქალაქში პროვინციიდან აფრენილი ავაზაკი, არებ ხანი შემოდიოდა.
ყურად აღარ ვიღებ აღფრთოვანებულ შეძახილებსა და ტაშისცემას. თვალს აღარ ვადევნებ ჰაერში აფრენილ ბრჭყვიალა ჩალმებს, მე ვათვალიერებ სოფელს, სადაც იზრდებოდი, ჰეე, არებ, ავაზაკო... შენ დაიბადე ჭაობიან, დამყარებულ სოფელში, რომელსაც მორდოვი ერქვა. მიწა იქ არ ვარგოდა და წყალი, საქონელიც შიმშილით გეხოცებოდათ და, მშიერ-მწყურვალებს, ჩამოძენძილებს, ნესტიან მიწურებში თვალებჩაღამებულებს, წვალებამ და გაჭირვებამ გასწავლათ, რომ არაფერზე გეფიქრათ და შენი სოფლელები, ცივ ღამეებში ცეცხლის პირას გახევებულნი,ვერაფერზე ფიქრობდნენ. შენს გულუბრყვილო თანასოფლელებს ხანდახან ცხელი კერძი თუ ეღირსებოდათ, საჭმელს სულს არ უბერავდნენ, რატომ, რისთვის, არ ვიცი, ასეთი იყო მათი ერთადერთი გულუბრყვილო წესი,თავისით უნდა გაციებულიყო ნანატრი კერძი და მოლოდინისას ისევ და ისევ ცდილობდნენ, არაფერზე ეფიქრათ. ასეთი იყო შენი ხალხი-შიოდათ, სციოდათ, წვალობდნენ, თვლემდნენ. შენში კი, ავაზაკში, მთელი სოფლის დასვენებულმა სისხლმა იფეთქა და დიდ ქალაქს, ისპაჰანს მოაშურე, რომელიც ახლა აღტაცებული ღრიალით გვხვდებოდა და ოთხკუთხა სახლების ერდოებიდან ვარდებსა და ყაყაჩოებს გესროდნენ, შენ გესროდნენ, ჩაჭაობებული სოფლიდან აფრენილო ავაზაკო. დიდ ქალაქში რომ მოხვედი, ერთხანს დიდის გულისყურით აკვირდებოდი და სწრაფად აუღეს ყოველივეს ალღო – მშვილდ-ისრის ხმარება მშვენივრად შეისწავლე, იცოდი, სად უნდა ჩაგეცა დანა მტრისათვის, მლიქვნელური ლაპარაკიც დიდებულად აითვისე, გულუბრყვილო კაცად მოჩვენებისძნელ საქმესაც ზედმიწევნით ფლობდი და გამძვინვარებულ ვაჟკაცსაც ხშირად თამაშობდი სხვების დასაშინებლად. ისე, ძნელი გზა კი გამოიარე, უცნაური იყო შენი გზა, ხიფათით მოფენილი – კაციც მოგიკლავს და პანღურიც მოგხვედრია. მაგ თავზე, ახლა რომ ალმასისთვლიანი ჩალმა გადევს, ირიბი ნაჭდევი გეტყობა, რაც შენ მაშინ სისხლი დაღვარე... არ შეშინდი კი, რაც მართალია, მართალია, მერე უცებ ისე მოხდა, რომ ყველაფერში გაგიმართლდა და თვით შაჰის კარზე მოხვდი, რა ღრიალია, ეს შენ გვხვდებიან აღვფრთოვანებული, არებ ხან, გმირთაგმირო...
პირველ ხანებში წვრილ-წვრილ საქმეებს გავალებდნენ, როგორც იყო საეჭვო პირთა თვალყურის დევნება, ვისიმე მოკვლა, საიდუმლო ბრძანების წაღებ-წამოღება, მერე კი, გულმოდგინებით თავი რომ გამოიჩინე, შაჰის ამალაში შეგიყვანეს. დათაფლული ენა გქონდა, არებ ხან,მაგრამ შენი უსიამოვნო, ჭროღა თვალები ერთხელ აშკარად არ მოეწონა ახალგაზრდა შაჰს და მისი გულის მოსანადირებლად უჩვეულო, გასაოცარი საქმე გადასწტყვიტე – შეთქმულება. მშვენივრად იცნობდი რუსტამ ბეგს, გულიანი სიცილი იცოდა, გულუბრყვილო და მიმნდობი იყო, მაგრამ საოცრად ამაყი და გაბედული. 
და როცა შაჰმა ერთხელ სიმთვრალეში ხელუკუღმა სთხლიშა, მას შემდეგ დამცინავად შეაცქერდებოდი ხოლმე და როცა იგრძენი, საბოლოოდ რომ აემღვრა გონება, მიიხედ-მოიხედე, მერე თანაგრძნობა აღიბეჭდე სახეზე და მომავალ მეჯლისზე შაჰის მოკვლა შესთავაზე. აღუთქვი ისიც, რომ მაშინვე გვერდში ამოუდგებოდი და გამოაცხადებდი, რომ შაჰს ყველა იქ მყოფი ხანის სიკვდილით დასჯა სურდა, ეს კი ნამდვილად იცოდი-საიდუმლო ბრძანება შაჰის ხალათის ჯიბეში იდო, ამიტომ ახშფოთებული ხანები აუცილებლად მოგეხმარებოდნენ, როგორც სიცოცხლის გადამრჩენელს, ახალგაზრდა შაჰის ნაცვლად კი სხვას ამოირჩევდნენ, რომელიც ალბათ, ამ ამბის შემდეგ – აქ ისევ დამცინავად შეაცქერდი – ხელუკუღმა გარტყმას ვეღარ გაბედავდა. წამოჭარხლებულ რუსტამ ბეგსაც დიდხანს აღარ უფიქრია, გაქვავებული სახე შენკენ მოატრიალა და უხმოდ დაგიქნია თავი. და როცა მეჯლისზე, მთელი ისპაჰანელი დიდებულების თანდასწრებით შენ და შენი თანამზრახვეთნი შაჰის ზურგსუკან იდექით, და როცა შეატყვე, პატარაზე რომ შეთვრნენ, მოლადინით აღსავსე რუსტამ ბეგისაკენ გაიხედე და ოდნავ დაუქნიე თავი. იმანაც მაშინვე ისკუპა და ალაპლაპებული ხანჯალი რომ შემართა, ის იყო, უნდა დაექნია, მაგრამ შენც ისკუპე, მარცხენა ხელი მაჯაში სტაცე, მარჯვენათი კი ყელში ჩაეცი შენი წვრილი, გრძელი დანა და სამჯერ დაატრიალე. თან წელზე შემოიხვიე ხელი, ფეხის წვერებზე შედექი და, თავგადავარდნილს თვალებში ჩახედე. მსხვერპლი სუსტი გაკვირვებით ამოგაცქერდა და სანამ განცვიფრერბას და აღშფოტებას გამოხატავდა, სული დალია. რისხვისაგან გაფითრებმულმა შაჰმა შემოგხედა, გიყურა, გიყურა, შენ კი მიამატე, ერთგული გამომეტყველება დაიბრუნე და, სისხლში ამოთხვრილი ტანსაცმელითა და ხელებით, უწყინარი მღებავით იდექი შეცბუნებული დარბაზის წინაშე. 
ახლა კი, შაჰის სიცოცხლის გადამჩენელს, ზეიმი მოგიწყო დიდმა ქალაქმა და ისპაჰანის აბღავლებულ ქუჩებში ამაყად შემოდიოდი, არებ ხანს! გზადაგზა გართობდნდენ. აქლემის წინ ყირამალა გადადიოდნენ მასხარები, ოინბაზები სხვადასხვა ხრიკებს გტავაზობდნენ, ინდოელი ქალების ცეკვას დაუზოგავად აცახცახებდნენ სხეულს, ვარდები გაწვიმდა დაქანებულ მხრებზე, გმირთაგმირიაო. შაჰის სასახლეს რომ მიახლოვდი, არაბული ცხენი მოგიყვანეს, ადგილზე ცმუკავდა, ორი მსახური ძლივს იჭერდა, სანამ შეჯდებოდი. მთელ სპარსეთში განთქმული ცხენი იყო, შაჰის მეჯინიბები ოქროს უზარმაზარ თასიდან ასმევდნენ წყალს. ცხენს თავაწყვეტა უნდოდა, მაგრამ მაგარი ხელი გქონდა, ნაბიჯით წაიყვანე. შაჰის სასახლესთან ჩამოქვეითდა და დინჯად გაიარა საუცხოო ბაღები,ნუშისა და ბროწეულისა ხეებით, შადრევნებით სასიამოვნოდ აგრილებდენ იქაურობას,პირთამდე სავსე მარმარილოს აუზებში უხვად ტივტივებდა ლიმონი.ატამი და ნესვი,კედელზე წითელი ჩიტები და ყვავილები ეხატა და შაჰის დარბაზში რომ შეხვადა, კრიალა იატაკზე განერთხა. შაჰმა წამოდგომა გიბრძანა და პატივიდაგდო, მუხლებზე გეკოცნა მისთვის. 
...თარსა დაჭიანურზე უკრავდნენ,ლანაზი ქალები ჩანგს კენკავდნენ, შაჰი ალერსით შე - სცქეროდა გმირთაგმირს, მერე ღიმილით ჰკითხა: 
- გიყვარვარ, არებ ხან?
გმირთაგმირსაც ბევრი აღარ უფიქრია, ისე უპასუხა: 

- მარადძლიერი სიყვარული, ყოვლადძლიერო, - წარმოსთქვა არებ ხანმა, - დაფარული უნდა იყოს, როგორც ზღვათა ფსკერზე ნიჟარაში ჩაკირული მარგალიტი.

მერე მზერა გველივით მოუცურა სახეზე და,კმაყოფილება რომ შეატყო, თავდახრილმა დაუმატა: 

- მაპატიე, კარგად თუ ვერ გამოვთქვი ჩემი ჭეშმარიტი სიყვარული, ყოვლადძლიერო.

შაჰმა კი ტაში შემოჰკრა და ყურადღებად აფეთქებულ მსახურს ასე უთხრა:-ის საფირონი მომიტანე.

ქალაქგარეთ,მინდვრისაკენ გავქანდი, აღარ მინდოდა სასახლეში გაჩერდა. ვეღარ გავუძელ ამდენ პირფერობასა და სიცრუეს, ისედაც ვიცოდი, რითი დამთავრდებოდა ყოვილივე ეს - ჯერ ტკბილეულს მიართმევდნენ სტუმრებს, მერე ოქროს თეფშებს დაალაგებდნენ მაგიდაზე და ათასნაირ საჭმელს ჩამოატარებდნენ. უხვად შეისმებოდა წითელი ღვინო, რომ გამოთვრებოდნენ, მაგიდებს წაიღებდნენ მსახურნი და, გამომტყვრალები, იატაკზე წამოგორებულნი გააგრძელებდნენ ქეიფს. რაღა მინდოდა იქ, მთვრალების გნიასი არაფრად მიღირს, ისევ ამ ბალახოვან ველზე ტალღად გადასვლა მერჩია და თუ გზადაგზა ბორცვს გადავაწყდებოდი, მსუბუქად ავიჭრებოდი ხოლმე მაღლა. იმ ბორცვებს კი, რომლებზედაც სადა, ფერადი ყვავილები იზრდება, მხიარულს ვეძახი. მრავლად მინახავს მოტიტვლებული, მკვდარი ბორცვებიც, აქ კი, ისპაჰანის ახლოს, ბევრი იყო მხიარული ბორცვი და მათი ყურება თვალს მოხალისებდა. თანაც, ვისაც დავეძებდი, აქ რომ გადავაებოდი, მთელი ჩემი უხილავი სხეულით ვგრძნობდი და მოლოდინში სუნთქვა მეკვროდა. ეს იყო სწორედ ის, ვისი შემჩნევაც მბრძანებელს ჩემთვის არ დაუვალებია და მაინც ვისაც აქამდე იმედგაცრუებული დავეძებდი მეჩეთებიან ქალაქში – მხიარულ ბორცვზე ამაყადს შენ შეგცქეროდი, მაჰმუდ აალი! 

მე მახსოვს შენი შემკრთალი სახე, შენი ხელები, დაძარღვული და გრძელთითა;შენი სახე და ყოველი ნაკვთი, შენი მომწვანო – მონაცრისფრო, შუქიანი თვალები,ახლა მზეში მდგარს, ოდნავ რომ მოგეჭუტა და შუბლიც თითქოს შეკრული გქონდა; მე მახსოვს შენი თხელი, ფიქრისას დაბერილი ნესტოები, შენი ამაყად გამოძერწილი ყვრიმალები და ნიკაპი, შენი წარბების შეტოკება მცირედ ხმაურზე და ოდნავ გაკვირვებული, შეეჭვებული სახე, სუსტი ღიმილით აბჟუტებული. უბრალო ნაცრისფერი ჩალმითა და ფართო ხალათში გამოწყობილი, ამ ხალვათ სამოსში შენი შემხედვარე კაცი ვერ იფიქრებდა, ისეთი წვრილი წელი თუ გქონდა, ხანდახან კი, ათასში ერთხელ, დოინჯს თუ შემოიყრიდი, მარაოდ ადიოდა შენი სხეული წელიდან ბეჭებამდე, ჩემო რჩეულო, მაჰმუდ აალი! 

მე მახსოვს შენი ფერმკრთალი სახე, შენი ხელები, დაძარღვული გრძელთითა; შენი სახე და ყოველი ნაკვთი, შეენი მომწვანო-მონაცრისფრო, შუქიანი თვალები, ახლა, მზეში მდგარს, ოდნავ რომ მოგეჭუტა და შუბლიც თითქოს შეკრული გქონდა; მე მახსოვს შენი თხელი, ფიქრისას დაბერილი ნესტოები, შენი ამაყად გამოწერილი ყვრიმალები და ნიკაპი, შენი წარბების შეტოკება მცირედ ხმაურზე და ოდნავ გაკვირვებული, შეეჭვებული სახე, სუსტი ღიმილით აბჟუტული; უბრალო ნაცრისფერი ჩალმითა და ფართო ხალათში გამოწყობილი, ამ ხალვათ სამოსში შენი შემხედვარე კაცი ვერ იფიქრებდა, ისეთი წვრილი წელი თუ გვქონდა, ხანდახან კი,ათასში ერთხელ, დოინჯს თუ შემოიყრიდი, მარაოდ ადიოდა შენი სხეული წელიდან ბეჭებამდე, ჩემო რჩეულო, მაჰმუდ აალი! 

ყველაფერს მერჩია ახლა, შენთვის მეცქირა,საცა წახვიდოდი, კვალდაკვალ დაგდევნებოდი, შენს ირგვლივ მეტრიალა; შენ ვერ მხედავდი, მე კი ვიცოდი, როგორ გიყვარდი და მეც, თვით სიმართლეს, ამ ჭრელა-ჭრულა ხალხით გულგრილად მოღლილს, შენს დანახვაზე სიყვარულმა დამიარა და ჩემით ათრთოლებული მუხლამდე ყვავილები ზვირთად მოგწვდა. შენი ყურება ყველაფერს მერჩია, მაგრამ ვიცოდი, მბრძანებელი საიდანღაც კუშტად რომ დამცქეროდა. სიდ ბენ იჯნპალი სიმდიდრითა და გონიერებით მთელს სამეფოში იყო განთქმული. კაცი იყო, რა კაცი – ფული, გაგიხარია, ჰქონდა; დემავენდის მთიდან ჯიკიჯიკის ბორცვამდე იმისი რემა ბალახობდა, ბენ იჯნპალის ფეიქართა ნახელავი აქლემებით მიჰქონდათ შორეულ ქვეყნებში და ოქრო და თვალმარგალიტი ხომ, იცოცხლე, თავზე გადასდიოდა, ეს კიდევ არაფერი, სიბრძნითა და შორსმჭვრეტელობით იყო განთქმული – მის ადგილას სხვა ვინ დაიახლოვებდა არებ ხანს, როცა იგი ჯერ კიდევ უბრალო ავაზაკი იყო. როგორც კი ამაზრზენ თვალებში მიაჩერდა, იმავე დღეს ცხენი და იარაღი უბოძა და დახმარებაც აღუთქვა. არები ხშირად დაიარებოდა მასთან და ბენ იჯნპალი ყოველთვის გულუხვად ასაჩუქრებდა. ხელგაშლილობით კი არ მოსდიოდა, შიში იყო, შიში. მანამდე არავისთვის მიურთმევია საჩუქარი, შაჰისა და ხანების გარდა, იმათ კი, ო, იმათ მართლაც დიდებულ ძღვენს უგზავნიდა. „ალაჰსა ვთხოვ, - დააყოლებდა ხოლმე საჩუქარს სიდ ბენ იჯნპალი, - დიდი ხნის სიცოცხლე მისცეს მზისსადარ შაჰს და მისი ყოველი დღე კი ათას წელიწადს უდრიდეს.“ ასე ამბობდა ბენ იჯნპალი, გულში კი ფიქრობდა: „თავის დაზღვევა და სიმშვიდე – აი ერთადერთი, რაც კი ცხოვრებაში არის.“ 

დილაადრიან თავის სასახლეში გავლა-გამოვლა უყვარდა ბენ იჯნპალს – მოკლე ნაბიჯით დაიარებოდა კრიალა დარბაზებში და აუარება ავლადიდებას ათვალიერებდა. ყურადღებით შესცქეროდა ოქროულს, ძვირფას თვლებს, უცხოურ ბროლსა და ფუმფულა ბეწვეულს, ,,ქონება“, ფიქრობდა მაშინ ბენ იჯნპალი, ,, ერთადერთი, რაც კი ცხოვრებაში არის“. მაგრამ თვალი მაინც უცნაური რამაა და გულნაკლული ბენ იჯნპალი ხან აქეთ მიიხედავდა, ხან იქით, ბოლოს კი უძრავი ქონების თვალიერება მაინც ბეზრდებოდა და მოძრავი ქონებისაკენ, ესე იგი, თავისი ერთადერთი ცოლის, სორეია ხანუმის აბრეშუმით გაწყობილ დარბაზისაკენ მიეშურებოდა, ოჰ, იმას კი გულის ძილით ეძინა. ახლა, როცა მცირედ ფშვინავდა, ოდნავ მოძრავი ქონება იყო; საერთოდ კი, როცა მიდი – მოდიოდა... მე თუმცა სიმართლე მაიძულებს ვთქვა, რომ სორეია ხანუმი... ნესვივით ქალი იყო,- გრილი, ტკბილი, დასაწაფებელი. და დილაადრიან, როცა საერთოდ წინდახედული, ძუნწი, თავშეკავებული ბენ იჯნპალი მძინარე ცოლს დაინახავდა, უცნაურად აუჩუყდებოდა გული, მოშორებით მიუწვებოდა, კისერს გაჭიმავდა, გაჭიმავდა და ლოყას ნაზად მიადებდა შიშველ მკლავზე. იწვა ასე, სულგანაბული, „ნამდვილი ქალი“, ფიქრობდა გასუსული ბენ იჯნპალი, „აი, ერთადერთი, რაც კი ცხოვრებაში არის“. მისი შეძლების კაცს წესითა და რიგით უამრავი ცოლი უნდა ჰყოლოდა, მაგრამ სორეია ხანუმი მკაცრად აფრთხილებდა: „მოიყვან და... ცოცხალს ვეღარც მნახავ“. „არა, არა,“ ამშვიდებდა ბენ იჯნპალი, „შენს მეტი არავინ მინდა“. სორეია მკლავებს წინ გაიშვერდა, ბენ იჯნპალიც საჩქაროდ გაშლიდა მოკლე ხელებს და მაშინვე ერთმანეთს ჩაეხუტებოდნენ. მშვენიერი, კარგი წუთები იყო – ძვირფას ხალიჩაზე იდგნენ, ერთმანეთს ჩახუტებულნი. ,, ულამაზესი ქალის თავდავიწყებული სიყვარული ვაჟკაცისადმი“, ფიქრობდა გატრუნული ბენ იჯნპალი, „აი ერთადერთი, რაც...“ სორეია ხანუმი კი მდიდრულად მორთულ დარბაზებს გასცქეროდა და გულში იქადნიდა: „როგორ, ამ სასახლეში სხვა ქალმაც იპარპაშოს? როგორ არა, დია-ახ!“ 

მაგრამ სიდ ბენ იჯნპალი ყოველთვვვვვის როდი იყო ასეთი მორჩილი ნაზი. მსახურებსა და ხელოსნებს მის დანახვაზე ფერი ეცვლებოდათ უღრმესი პატივისცემით შეჰყურებდნენ-- ბენ იჯნპალმა იცოდა, სად როგორ დაეჭირა თავი. ამაყი და ნაძალადევად უკმაყოფილო სახით ჩამოუვლიდა ფეიქართა ნახელავს, შუბლს შეიჭმუხნიდა და მიდიოდა. შეწუხებული ხელოსნები ერთმანეთს გააააადახედავდნენ, უფრო გულიანად ამუშავდებოდნენ და გაიფიქრებდნენ გაიფიქრებდნენ: ,,არა, რაც მართალია, უფრო კარგადაც შეგვიძლია მუშაობა“.

დღე ისე არ გავიდოდა, ნავაჭრი, რომ არ მიეტანათ ბენ იჯნ პალისათვის, ოქროს ოქროს ემატებოდა, ალმასს—ალმასი. ფულიან კაცს მეგობრებს რა გამოულევდა, მაგრამ ბენ იჯნპალმა ოთხი ღირსეული მოქალაქე შეარჩია მათგან და მხოლოდ იმათთან საუბრობდა. დაჯდებოდნენ ხალიჩაზე, ფეხმორთხმულნი, უძვირფასეს კრიალოსნებს დინჯად მარცვლავდნენ და ზრდილობიანად საუბარსაც კრიალოსანს ააყოლებდნენ ხოლმე:„ალაჰმა იყოს“,იტყოდა ბენ ინჯპალი, ორ მარცვალს გადათვლიდა და მერე ისევ ორს მიაყოლებდა-„შაჰის მფარველი.“ „ალაჰმა გისმინოს“,ტყუპად გაწკარუნდებოდა მეგობრების კრიალოსნები, მერე კარგა ზანს ჩუმად ისხდნენ, და როცა მრავლად გადათვლიდნენ მარცვლებს, მასპინძელი სიჩუმეს არღვევდა- „სიტყვა“, ამბობდა ბენ ჯანპალი,„იშვიათი უნდა იყოს , მაგრამ უღრუბლო დღესავით ნათელი და ნირისის ფოლადივით შეუპოვარი“. სტუმრები მოწონების ნიშნად თავს აკანტურებდნენ და თვალმოჭუტულნი წრუპავდნენ შარბათს.

??????