გოჩიაშვილი ელა
გაზიარება

უარი ეთქვას! 

გალაკტიონ ტაბიძის განცხადება
საქართველოს განათლების კომისარს: 
რადგან ვიმყოფები მეტისმეტად შევიწროებულ მდგომარეობაში უტანთსაცმელობით და უფეხსაც-
მელობით, უმორჩილესად გთხოვთ, აღძრათ
შუამდგომლობა... გამიხსნან კრედიტი... ტანისა-
მოსისა და ფეხსაცმელის მისაღებად. ფულს ნაწილ-
ნაწილად მიიღებენ თვით ჩემგან... იმედი მაქვს, მხედ-
ველობაში მიიღებთ ჩემს მდგომარეობას.
პატივისცემით გალაკტიონ ტაბიძე
1924 წ. 24 მარტი

განკარგულება: "უარი ეთქვას!"

მე ნუ ვყოფილვარ საქართველო, თუ არ დაგღალო,
მე ნუ ვყოფილვარ საქართველო, _ შურით მღუარი,
პალტო კი არა, გიჟის კვართი თუ არ ჩაგაცვა,
თუ არ გიშხუვლო მათრახივით: ,"ეთქვას უარი!"

შენი ვალებით პირთამდე სავსემ,
თუ არ ჩაგიდგა ყველა დროში თითო ფაცერი,
ჩემგან გაწირულს, თუ სამშობლოდ არ მოგაჩვენო
თოვლი ირიბი და ალმაცერი.

თუ არ გავერთო შენი გაძლებით,
თუ არ დაგძახო ბეწვის ხიდზე: "პოეტო, ანტრე!’"
მაშინ სამშობლო აღარ ვყოფილვარ,
შენ თუ სიკვდილი არ მოგანატრე!

კლაკიორების ბრბოებისგან ტაშის მყიდველთა
ფუყე დიდებით ჩამოჟამული, _
თუ არ დაყრუვდა შენ წინაშე, თუ არ დაბრმავდა,
თუ არ დამუნჯდა, რაა მამული.

უარი ეთქვას გ.ტაბიძეს! როგორც წესია:
მოკვდავს _ სასახლე, უკვდავს _ ბოსელი;
აჰა, მამულის შხამიანი ღორღი და ქვიშა, _
შენი პური და შესამოსელი!

იარე ახლა ფეხშიშველამ... "გზა არის ცხელი..."
წითლად გაკვალე მარადისობა...
ფეხისგულებით არა მხოლოდ ცვარი მამულის,
მისი ეკლებიც უკეთ იცნობა.

პალტო კი არა, გიჟის კვართი თუ არ ჩაგაცვა,
თუ არ გიშხუვლო მათრახივით, _ "ეთქვას უარი,"
მე ნუ ვყოფილვარ საქართველო, თუ არ დაგღალო,
მე ნუ ვყოფილვარ საქართველო, _ შურით მღუარი.

...თუ გაპატია, რომ გიცნო და თვითვე აღმართა
დაფნა, საშენოდ შემორკალული,
თუ თვითმკვლელივით არ მიგაგდო ღია სარკმელთან,
თუ გაპატია, რომ უყვარხარ, _ რაა მამული...

??????