ფირცხალაიშვილი ზურაბ
გაზიარება

ოთარა ექსკლიუზივი

ჯარიდან ნაადრევად დააბრუნეს სადღაც დაკარგულიდან.Aარადა სახლში იმედიან წერილებს აგზავნიდა. თავისი იმჟამინდელი მდგომარეობით კმაყოფლიც ჩანდა., ახლა კი ორმა რუსის ჯარისკაცმა ოჯახს შექანებული ოთარა ჩამოუყვანა...
ჭორი ელვის სისწრაფით გავრცელდა სოფელში: თითქოს გენერლის მძღოლი ყოფილა და საქმე მის ცოლთან დაუჭერია. Gგანრისხებულ გენერალს სულ სხვა მიზეზით (აბა, იმას ხომ ვერ გაამჟღავნებდა, ცოლი გამიბახაო) ოთარა სამხედრო ტრიბუნალისთვის გადაუცია. ოთარა შიშისგან ჭკუიდან გადასულა.
სოფელში გულკეთილებს მაინც ებრალებოდათ ოთარა, გულცივები კი ნიშნისმოგებით ამბობდნენ: - გენერლის ცოლი მაგას ისაკიე კუნტის თვალგატეხილი ასინეთა ხომ არ ეგონა, ყველა ხის ძირში რომ აკოტრიალებენ კაცებიო...
ოთარას გულშიც არ გაუვლია გენერლის ცოლთან არშიყობა. Gგენერალი ხშირად ილეშებოდა (და არა მარტო გენერალი). საკუთარი თვალით ბევრჯერ უნახავს დილაობით როგორ კრებდა სამხედრო საპატრულო მანქანა გზისპირად ჩაძინებულ ჩინოსნებს. ოთარას ხშირად მიუყვანია მთვრალი გენერალი სახლში და, ბუნებრივია, მისი ცოლიც მაშინ გაუცვნია. Qქალი ხორციანი და სანდომიანი ყოფილა, თვალში მოსვლია ჩვენი ოთარა და სამიჯნურო ამბებიც დატრიალებულა, მაგრამ ერთხელ კოკა გატეხილა და წყალიც აღარ მოუტანია...
სოფლის ბრძენისა და გიჟისა მოგეხსენებათ... ბრძენი კოლმეურნეობის თავმჯდომარე შალვა ღიპიანი იყო. Aაბა სოფლის თავკაცად ვინ აირჩვდა? Aასე რომ, ბრძენის პრობლემა სოფელში ყველა დროში მოგვარებული ჩანდა. რაც შეეხება გიჟისას, მისი დეფიციტი ხშირად იგრძნობოდა. ავიღოთ უბრალო სტატისტიკა: ბოლო გიჟი ერმილე ფეხუცა სამი წლის წინ გარდაიცვალა და თქვენ წარმოიდგინეთ, ამ დროის მანძილზე სოფელი გიჟის გარეშე ცხოვრობდა. მაშინ ის იყო ტელევიზორი შემოდიოდა, მანამდე მის ფუნქციას სოფლის გიჟები ინაწილებდნენ და ხშირად მხიარულ ცოცხალ შოუებსაც მართავდნენ...
ერთი სიტყვით, ოთარას შექანება სოფელს დიდად არ სწყენია: ახლა მას თავისი გიჟიც ჰყავდა და ბრძენიც, ხალხი ხომ იყო და იყო. ერთიცაა: სოფლის გიჟი პოპულარობით აჭარბებდა სოფლის ბრძენს. შალვა ღიპიანი თავმჯდომარეD
იყო და შიშის გამო ეპირფერებოდნენ, ოთარა შექანებული კი მართლა უყვარდათ.
ოთარას პოპულარობა სოფელში მას შემდეგ უფრო გაიზარდა, როცა ერთხელ გზად გადაყრილ შალვა ღიპიანს ზურგში თხილის შოლტი გადაუწვინა...
ოთარა, გონებაარეულობის მიუხედავად, ბავშვსაც არ აწყენინებდა უმიზეზოდ, თუმცა უმიზეზოდ იცინოდა და მღეროდა. სწორედ ეს სიმღერა გახდა სოფლის ბრძენისა და სოფლის გიჟის კონფლიქტის მიზეზი.
იმ დილით, უფრო სწორად დილაუთენია, ნოემბრის მიწურულს ხალვათად ჩაცმული ოთარა სოფლის ძროხებს მიდენიდა გურვანრთში. სწორედ მაშინ შეეჩეხა სოფლის ორღობეში თავმჯდომარეს.
- რა გემღერება ან სიცივეში, შე უბედურ დღეზე გაჩენილო?.. მაგ შარვალს ვერ შეიკრავ, ყველაფერი გარეთ რომ გადმოგილაგებია?
O ოთარამ ხვანჯარზე დაიხედა, ვითომც აქ არაფერიო, თავმჯდომარეს ღიმილით მიუგო: - გუშინ ბარდებში გავები და... – წინადადება აღარ დაუსრულებია.
- ცოტა ჭკუას მოუხმე, თორემ ისევ საგიჟეში გიკრავ თავს, შე ღვთის გლახავ! – დაემუქრა თავმჯდომარე და გაშორდა.
Oოთარას უკვე ეწვნია ფსიქიატრიული საავადმყოფოს სიკეთე და იქ მეორედ მოხვედრას სიკვდილი ერჩივნა. თავმჯდომარის სიტყვებზე სახე გვერდზე მოექცა, ტუჩებზე დუჟი მოადგა, თვალები აენთო, მხეცივით დაიღმუილა და ადგილიდან მოწყდა. მერე რაც მოხდა, უკვე იცით.
საგიჟეთს მეორედაც ვერ აცდა. ამასობაში შალვა ღიპიანი სხვა სოფელში გაუშვეს თავმჯდომარედ და ოთარაც გამოიყვანეს საავადმყოფოდან. სოფლის ბრძენი შალიკო ცხვირა გახდა, ოთარა შეიბრალა და პატარა ხელფასიც დაუნიშნა.
სისხამზე ოთარა ფეხზე იდგა, თავისი განუყრელი სიმღერით ძროხებს მიერეკებოდა, საღამოთი უკან მოერეკებოდა და ეს წუთისოფელიც მიდიოდა.
ერთ დღეს ოთარა საძოვრებიდან აღარ დაბრუნებულა. რკინიგზის გადასავლელზე მატარებელმა გაიტანა...
გულწრფელად დაიტირა სოფელმა თავისი კეთილშობილი გიჟი, პატივით დაკრძალა და საფლავზე მისი პორტრეტიანი მარმარილოს დაფაც დაუდგა წარწერით: ”ოთარა შექანებული. 1941 – 1967”.

??????