ხაჯიშვილი ჟუჟუნა
გაზიარება

სხალთის ტაძართან ექსკლიუზივი

შეერთო სხალთის დაღდასმულ ხატებს
იმედი ჩემი – ცრემლმოცინარე,
ვეღარ ვუპოვე მიზეზი სასჯელს,
ვეღარც მშველელად ვექეც სინანულს...

ეს მე ვარ - ვანენ!
ეს მე ვარ - ვანენ!
ვეღარ მიცანი, ძვირფასო, ალბათ,
შემჭრეს დალალი,
კახაბრის ველზე
დამიწვეს ჩემი ქათიბი-კაბა...

ულმობელ წლებს და მსახვრალ თარიღებს
გამოვექეცი გასაოცრებით,
შენი ტაძრიდან რატომ აფრინდნენ
ცისკენ, დამფრთხალი ანგელოზები?!

??????