თურმანიძე თემურ
გაზიარება

ვეფერები  ექსკლიუზივი

ვეფერები
ნაფეხურებს,
წინაპართა სიბრძნის ხნულებს.
ვეფერები
ჩემი ერის
წარსულის და აწმყოს წყლულებს.
ვეფერები!
ვეფერები!
წინაპართა წმინდა სულებს,
საქართველოს გმირულ წარსულს,
ბაზალეთით დაჭრილ გულებს.
ვეფერები
ძვალთშესალაგს,
სალოცავს და ტაძრის კედლებს,
ჩემს სამშობლოს კლდეს და ღელეს,
გმირთა სისხლით მორწყულ ველებს.
ვეფერები
ოშკს და ხახულს,
ალავედრს და სვეტიცხოველს,
საკუთარს და გასხვისებულს,
ქართულ მიწის მტკაველს ყოველს
ვეფერები!
რასაც ჰქვია
ქართული და აზრიანი
და სამშობლოს რითაც არის,
ცად აწვდილი და მზიანი.

??????