დილა სოფელში ექსკლიუზივი
იღვიძებს დილა მამლების ხმაზე,
ცივ თვალებს იბანს აისი ცვარზე,
ღრუბლების ფარდა ჰკიდია ცაზე,
წვიმის მაესტრო ადის სცენაზე.
ბუხრები სოფლად სუნთქავენ ლაღად,
რძისფრად ღებავენ შუბლმაღალ ზეცას,
მერცხლები რუდან ზიდავენ ტალახს
თბილი ოდების გამოსაძერწად.
მსხლის კენწეროში ლურჯგულა სკვინჩა
მზის მოლოდინში გალობოთ სკდება,
ხარი ბოსელში იმცოხნის დინჯად,
უღელს ეზოში თლის გუთნის დედა.
ტყის სანიტრის ხმა ისმის შორიდან,
ხმელ ტოტს უკეთებს ,,ამპუტაციას”,
და გეგონება პოლიგონიდან,
უწყვეტი ჯერი ავტომატისა.
ხბო საწყლად ბღავის , ბოსელში ბორგავს,
მგონი საძირეს აწყვეტას ლამობს,
ხედავს ჯიქანი უსკდება ძროხას,
თვითონ სულს ღაფავს შიმშილის გამო.
-ნეტავი სად ხარ, ჩემო პატრონ,
ვერ გაიღვიძე, ამდენ ხანს გძინავს?
ქვეყანაც ვერ ძლებს დღეს უპატრონოდ,
რაც იკარგება, ვაბრალოთ ნიავს
ცივ თვალებს იბანს აისი ცვარზე,
ღრუბლების ფარდა ჰკიდია ცაზე,
წვიმის მაესტრო ადის სცენაზე.
ბუხრები სოფლად სუნთქავენ ლაღად,
რძისფრად ღებავენ შუბლმაღალ ზეცას,
მერცხლები რუდან ზიდავენ ტალახს
თბილი ოდების გამოსაძერწად.
მსხლის კენწეროში ლურჯგულა სკვინჩა
მზის მოლოდინში გალობოთ სკდება,
ხარი ბოსელში იმცოხნის დინჯად,
უღელს ეზოში თლის გუთნის დედა.
ტყის სანიტრის ხმა ისმის შორიდან,
ხმელ ტოტს უკეთებს ,,ამპუტაციას”,
და გეგონება პოლიგონიდან,
უწყვეტი ჯერი ავტომატისა.
ხბო საწყლად ბღავის , ბოსელში ბორგავს,
მგონი საძირეს აწყვეტას ლამობს,
ხედავს ჯიქანი უსკდება ძროხას,
თვითონ სულს ღაფავს შიმშილის გამო.
-ნეტავი სად ხარ, ჩემო პატრონ,
ვერ გაიღვიძე, ამდენ ხანს გძინავს?
ქვეყანაც ვერ ძლებს დღეს უპატრონოდ,
რაც იკარგება, ვაბრალოთ ნიავს