ანანიძე შოთა
გაზიარება

აივანი ექსკლიუზივი

დაიბადა დიდი ჯაფით,
ბინას როგორ ამშვებნებდა,
მალე გაწყდა მისი ჯაჭვი,
ცა ნათელი დაუბნელდა.

ბრძანეს დღესვე დაშალეთო,
აივანს თვალთ წასკდა ცრემლი,
გულში სევდის ცეცხლი ენთო,
ვერ ამბობდა სათქმელს ენით.

მის კოლეგებს დინჯად მდგარებს
ეს ქმედება გაუკვირდათ.
ეზობელი აივანის
დაშლის ნახვა გაუჭირდათ.

აივნის ქვებს სცემდნენ უროს,
უხაროდა ეს კი მავანს,
ცეცხლის ალში იდგა ხურო,
თითქოს მკერდზე სცემდნენ დანას.

აივანი მხარმოჭრილი
შორდებოდა დედა ოდას,
მეცოდება ის ცოდვილი,
ვინც დაიდო მისი ცოდვა.

??????