შენს ლოდინში ექსკლიუზივი
ო, ეს წლები სად მიფრინავს,
ჩაიქროლა სამმა თვალწინ,
როგორც ღვინით,
ხელთ მიჭირავს
სინატრულით სავსე ყანწი.
მოვდივართო, იგვიანებთ,
მოუთმენლად როგორ გელით,
ამ ლოდინში დაგრიალებს
თითქოს გულში ბურთი ცხელი.
დამეკარგა მოსვენება,
და სიზმარში ხშირად გხედავ,-
არ ვუყვები ამას დედას,
რომ არ იქცეს ცხარე ცრემლად.
ვიცი გულის მოსაგებად
რას არ მჩუქნი, რას არ გზავნი,
არ იცი რომ დიდ განძს ყველას
მირჩევნია შენი თავი”.
შესახვედრად კარში ვდგავართ,
შენთან ერთად ბადიშს ველი,
ამქვეყნიდან არსად წავალთ
შვილიშვილის უნახველი.
უცხოური მე არ ვიცი,
ის კი ვერ ფლობს ქართულს ალბათ,
სიყვარულით შევასწავლი
ჩემს უტკბილეს ქართულ ანბანს.
ნუ წამყვება მე ის დარდი,
რაც იმქვეყნად გამაწვალებს,
მომკლას ღმერთმა, თუ ჩემს ბადიშს
დედაენა არ ვასწავლე
ჩაიქროლა სამმა თვალწინ,
როგორც ღვინით,
ხელთ მიჭირავს
სინატრულით სავსე ყანწი.
მოვდივართო, იგვიანებთ,
მოუთმენლად როგორ გელით,
ამ ლოდინში დაგრიალებს
თითქოს გულში ბურთი ცხელი.
დამეკარგა მოსვენება,
და სიზმარში ხშირად გხედავ,-
არ ვუყვები ამას დედას,
რომ არ იქცეს ცხარე ცრემლად.
ვიცი გულის მოსაგებად
რას არ მჩუქნი, რას არ გზავნი,
არ იცი რომ დიდ განძს ყველას
მირჩევნია შენი თავი”.
შესახვედრად კარში ვდგავართ,
შენთან ერთად ბადიშს ველი,
ამქვეყნიდან არსად წავალთ
შვილიშვილის უნახველი.
უცხოური მე არ ვიცი,
ის კი ვერ ფლობს ქართულს ალბათ,
სიყვარულით შევასწავლი
ჩემს უტკბილეს ქართულ ანბანს.
ნუ წამყვება მე ის დარდი,
რაც იმქვეყნად გამაწვალებს,
მომკლას ღმერთმა, თუ ჩემს ბადიშს
დედაენა არ ვასწავლე