თებიძე რეზო
გაზიარება

* * * ალერსის მძებნელს ექსკლიუზივი

ალერსის მძებნელს,
დამცემია ქორივით შიში,
ბევრ რამეს სძლებენ,
ვერ უძლებენ ალერსით შიმშილს.
მე, შიმშილს ნაჩვევს
დამჭკნობია ფერი და ბუტკო,
უსმინე გამჩენს,
ქაჯს ნუ უსმენ მწარეს და უტკბობს.
წავა ეს მარტიც,
გაზაფხული მოაფქრვევს სურნელს,
ნუ მომკლავ ნატვრით
სანატრელი მკლავებით მწურე.
ვერ დაიწუნებ
გულმდიდრობას ფუტკრების ნიჭით,
თაფლივით მწურე,
მათქრიალე ვითარცა ფიჭით.
ალერსის ურჩებს
სატანები მრჩევლებად ჰყავდათ,
მოდი და მფურჩქნე,
იქნება მეც ვივარგო ვარდად.

??????