კონსტანტინე ჭიჭინაძე ექსკლიუზივი
მარტმა ნისლებით მოიტანა ეს გაზაფხული,
ტყემლებსაც სძინავთ, ესიზმრებათ ფეთქვა კვირტების,
პატარა სახლში, დედოფალი ჯერ არნახული,
გუშინ მოვიდა და დაბრძანდა ხვალის იმედით.
აღარ ვბერდები, უსათვალოდ ვხედავ სამყაროს,
რა ლამაზია საქართველოს ელისაბედი,
ძველი ცოდვები ძველ გუდაში უნდა ჩავყარო,
რახან ვიპოვე განძი, გულზე მისადაგები.
მღერის, სულ მღერის და იცინის მამის თვალებით,
მისთვის სიცოცხლე სიმღერაა, დღე სახვალიო,
გადავიფიქრე, აღარ მინდა გარდაცვალება,
ჩემი დედოფლის ქორწილშიც ხომ უნდა დავლიო.
მერე კი, მერე გზას გავყვები ძველი გარგანით,
მდინარის გაღმა მეგულება ჩემი ედემი,
წლები მიდიან ულმობლად, ჩუმი დგანდგარით,
მაგრამ მე შენთვის სულ ვიქნები, არ დავბერდები.